ეს არის ჩაფლავებული მთავრობის კრიზის მენეჯმენტი - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 13:46, 15 Oct, 2020     890
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება.

„919 ახალი შემთხვევა. 25-ზე რომ კარანტინი გამოცხადდა, მანქანებში წინ ჯდომა აიკრძალა, ქუჩებს რეცხავდნენ ისტერიულად, ონლაინ ვაჭრობა აიკრძალა, სკოლები და უნივერსიტეტები დაიკეტა, ყველა ფრენა გაუქმდა, კომენდანტის საათი დაწესდა, ჯარი რომ სიცხეს ზომავდა და ავტობუსები და მარშუტკები აიკრძალა... ოპოზიცია ვირუსის მხარეს არისო, რომ გვიყიჟინებდა სამთავრობო პროპაგანდა.... ეს ხომ გვახსოვს?

ახლა 919-ის შემთხვევაში რა ხდება? ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რამე? ნუ, გარდა ისევე ყიჟინისა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომ გარეჯი გავყიდეთ.

ააა. ის ხდება, რომ უბრალოდ არჩევნებს ელოდებიან, იქნებ კორონამ უშველოს და ხალხი არ მივიდეს და გაძვრნენ?

და მერე რა ხდება? ერთი წამით დავფიქრდეთ მერე რა უბედურება დაიწყება, ეს რომ მართლა ასე მოხდეს. დავფიქრდეთ მერე ლარს რა მოუვა, ეკონომიკა როგორ კიდევ უფრო დაგვექცევა, ვალები რომ ავიღეთ მილიარდობით და ლარის გამყარებაში ჩავაქციეთ და ლარი მაინც გაიქცა, ამ ფულს როგორ გადავიხდით? დავფიქრდეთ, რომ 2021-ის ბიუჯეტში კორონას წინააღმდეგ საბრძოლველად 0 ლარი ჩადეს. დავფიქრდეთ. ახლა, როგორც არასდროს გვმართებს დაფიქრება.

ჩაფლავებული მთავრობის კრიზის მენეჯმენტი!

კარგად ჩანს, ვინ არის კორონას მხარეს და ვის უხარია ახლა ეპიდემიური მდგომარეობის გამწვავება. ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ოღონდ ბელადმა ძალაუფლება შეინარჩუნოს.“ - აცხადებს კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42