ჩვენ არ უნდა გამოვაყენებინოთ ივანიშვილსა და რუსეთს ჩვენი ეკლესია ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ - უგულავა
პოლიტიკა - 12:09, 15 Oct, 2020     806
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, დავით გარეჯის საქმესა და მეუფეების განცხადებებს ეხმაურება.

უგულავამ აღნიშნა, რომ რუსეთი კოლექტიური ჯაღმაიძეებისა და შალვა კეკელიების ხელით საქართველოს ართმევს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს, ეკლესიას.

უგულავამ აღნიშნა, რომ ამ ფონზე, კონკრეტული მეუფეების განცხადება, რომ ეს ორი ადამიანი არის ივანიშვილის რეჟიმის მძევალი არის არამარტო მორალური თანადგომა, არამედ ამოღებული ხმა და გმირობა, რომელიც ივანიშვილს არ მისცემს საშუალებას, რომ ეკლესია ჩააბაროს რუსეთს.

უგულავას თმით, ივანიშვილი საკუთარი უმეცრებისა და რუსეთის მაამებლობის გამო ურთიერთობას აფუჭებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან, ამის გამო კი მას საზოგადოება მკაცრ სასჯელს გამოუტანს.

„რუსეთი კოლექტიური ჯაღმაიძეების და შალვა კეკელიების ხელით, პრაქტიკულად გვართმევს ჩვენს ეკლესიას, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია. ამ ფონზე, მეუფეების განცხადება, რომ ორი უდანაშაულო ადამიანი ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი, არის არამარტო მორალური თანადგომა ამ ადამიანებისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, ეს არის ამოღებული ხმა და განცხადება, რომელიც სწორედ იმას გამოხატავს, რომ რაც არ უნდა და ვისი საშუალებითაც არ უნდა შეეცადოს ივანიშვილი, ის საქართველოს ეკლესიას ვერ და არ ჩააბარებს რუსეთს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის მონაკვეთი, რადგან ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ რუსეთი პირდაპირ ცდილობს გამოიყენის ჩვენი ეკლესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამიტომ, ყველა პატრიოტის ვალია, ამოიღოს ხმა და აღუდგეს ამ პროცესს წინ. ჩვენ არ უნდა გამოვაყენებინოთ ივანიშვილსა და რუსეთს ჩვენი ეკლესია ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

ამიტომ, მართლაც გმირობის ტოლფასია მეუფეების განცხადება, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეკლესიაში სწორედ ასე ფიქრობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის ხელით ჩვენს ეკლესიას რუსეთი ვერ დაგვინგრევს. ვუსურვებ ორ ივანიშვილის მძევალს, ორ პატრიოტ ადამიანს, გამძლეობას, მხნეობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი პატიმრობა არის ხანმოკლე, მაგრამ მათი გმირობა ძალიან დიდი ხანი იქნება ჩვენ საზოგადეოაბში განხილვის საგანი.

ეს საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი, აქ ძალიან კარგად ჩანს რუსეთის სპეცსამსახურების ხელი, კარგად ჩანს, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად წამსველია ყველაფერზე, წამსვლელია იმაზე, რომ გახლიჩოს ეკლესია და ჩააბაროს ის რუსეთს, წამსვლელია იმაზე, რომ საშვილიშვილოდ გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან და რაც მთავარია, მზად არის ამისათვის გაწიროს საშვილიშვილოდ ის პროცესი, რომ თეორიულადაც კი მოუსპოს საქართველოს ის შანსი, რომ გარეჯის ერთიანი კომპლექსი ადრე თუ გვიან საქართველოს საზღვრებს ქვეშ მოექცეს, რადგან ეს მხოლოდ შესაძლებელია აზერბაიჯანთან ნორმალური, ადამიანური, სტრატეგიული და მეგობრული ურთიეთობების ფონზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42