"მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია? თუ გახარიას უბრალოდ შეეშინდა დებატების, მარცხის აღიარების და სიმართლესთან დაპირისპირების?" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 11:46, 15 Oct, 2020     1722
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას მხრიდან დებატებზე თავის არიდებას მის სიმხდალესა და მოსალოდნელ მარცხის შიშს უკავშირებს. ვაშაძე აცხადებს, რომ ბატონ გახარიას სიმართელსთან დაპირისპირების შეეშინდა და ფარად მამუკა მდინარაძეს უშვებს. პრემიერობის კადიდატი გიორგი ვაშაძე მზად არის დებატებისთვის და მიაჩნია, რომ სწორედ ეს შეხვედრა კიდევე რთხელ გამოაჩენს სხვაობას „ქართული ოცნების" ფულისმკეთებლების გუნდსა და „სტრატეგია აღმაშენებლის" საქმისმკეთებლების გუნდს შორის.
"დღეს უნდა შემდგარიყო დებატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის. მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია? თუ გახარიას უბრალოდ შეეშინდა დებატების, მარცხის აღიარების და სიმართლესთან დაპირისპირების? მართალია, მე არ მივცემდი მას ტყუილების თქმის საშუალებას. ქართველი ხალხის სახელით, მოვთხოვდი პასუხს სიღარიბესთან, უმუშევრობასთან და გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებულ პირდაღებულ კითხვებზე. მე მას რთულ შეკითხვებს დავუსვამდი, თუმცა თუ ის ნამდვილი ლიდერია, ამ გამოწვევისთვის უნდა ეპასუხა.გახარიას შეეშინდა და გადაწყვიტა, თავი აერიდებინა დებატებისთვის. ამის სანაცვლოდ, სხვისი გამოგზავნა მხდლური და უპატივცემულო საქციელია არა მარტო ოპოზიციის, არამედ საკუთარი მოქალაქეების მიმართ. მიუხედავად ამისა, მე მზად ვარ დებატებისთვის, რომელიც ნათლად გამოაჩენს სხვაობას „ქართული ოცნების" ფულის მკეთებლების გუნდსა და ჩვენს, საქმის მკეთებლების გუნდს შორის. მე გამოვავლენ ახალ ფაქტებს, თუ როგორ არ აღელვებთ მათ ქვეყნის მოქალაქეები და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ იშოვონ მეტი ფული. მე წარმოვადგენ ჩვენს გეგმას, როგორ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა საქართველოში.ბატონო გახარია, შეგიძლიათ, გაექცეთ ამ დებატებს, მაგრამ ვერსად გაექცევით 31 ოქტომბრის არჩევნებს, როცა ქართველი ხალხი თქვენს, დამსხვრეული ოცნებების რეჟიმს დაასრულებს და მას იმ ლიდერებით ჩაანაცვლებს, ვინც საქართველოს აღმშენებლობას შეუდგება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42