ივანიშვილის პირობებში არის ტოტალური უმუშევრობა, უპერსპექტივობა და უიმედობა - უგულავა
პოლიტიკა - 11:34, 15 Oct, 2020     624
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში, ბაქოსა და ერევნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

უგულავას თქმით, სიმბოლურია, რომ შევხედრები იმართება ამ ქუჩებზე, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, თუ რა ხდება რეგიონში. უგულავამ აღნიშნა, რომ როგორც ზუგდიდში, ისე მთლიანად საქართველოში არის უმძიმესი სოციალური ფონი, ხოლო ამ დროს ბიძინა ივანიშვილი კლავს ამ რეგიონის ერთადერთ იმედს, ანაკლიის პორტს.

უგულავამ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი აუციელბლად შეიცვლება 31 ოქტომბერს და უპერსპექტივობასა და გაჭირვებას გარდამტეხი ცვლილებები დაასრულებს.

„ჩვენ ვიყავით ეხლა ზუგდიდის ბაქოსა და ერევნის ქუჩებზე, რომლებიც ერთმანეთის მიმდებარედ არის. იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ეხლა კავკასიაში ხდება, ეს სიმბოლურია. აქაც, ისვე როგორ მთელ რაიონსა და ქვეყანაში ცვლილებების მოლოდინია, უმუშევრობა არის პრობლემა, რომელიც ტანჯავს ყველა ადამიანს. ტოტალური უმუშევრობაა ივანიშვილის პირობებში და აღაც იმედია, რომ შეიცვლება რამე.

ამ არჩევნებზე უნდა მოხდეს ეს გარდამტეხი ცვლილება და გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გადასახადების დაწევა არის უალტერნატივო, რათა სწრაფად დაიწყოს ეკონომიკამ მუშაობა და შეიქმნას სამუშაო ადგილები. სხვანაირად, უბრალოდ არ გამოვა.

ჩვენ ასევე გვჭრდება დიდი პროექტები და ზუგდიდს აქვს კონკრეტული პროექტი, ეს არის ანაკლიის პორტი, რომელიც არამარტო ზუგდიდის, არამედ მთელი სამეგრელოს დასაქმების და ახალი პერსპექტივის წყაროა და სანამ ივანიშვილი იქნება, ეს არ გაკეთდება.

ამიტომ, მთავარი არის ეხლა ერთი, რომ შეიცვალოს პოლიტიკური წყობა, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ და ადამიანებს ძალიან კარგად ესმით თუ რატომ ამთავრებს ყველა მთავრობა ასე ცუდად. იმიტომ, რომ ყველა მთავრობა არის ერთპარტიული და ერთპიროვნული, ხალხს ესმის, რომ კოალიცია არის სწორი მართვის ფორმა, რადგან ერთმანეთს აბალანსებს და ხალხის გასაჭირზე ფიქრობს და არა საკუთარ გამოგონილ ხუშტურებზე.

ეს არის ის თემები, რომლებიც ხალხს აწუხებს და რომლებსაც ხალხი აუცილებლად შეცვლის ამ არჩევნებზე.“ - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42