საყდრისის ამფეთქებელი პოლიტიკური ძალა დავით გარეჯის პატრიოტი პოლიტიკური ძალაა ? - მარგველაშვილი "ოცნებაზე"
პოლიტიკა - 20:44, 14 Oct, 2020     2524

ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იგონებს ხოლმე, რომ რაღაც ღირებულებები გააჩნია - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ოცნების" ხელისუფლების მიერ ილიჩოვასა და გელაშვილის დაკავებაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, "ოცნების" ხელისუფლება საყდრისის ამფეთქებელი ხელისუფლებაა და ამიტომ შეუძლებელია გარეჯის საქმე გულწრფელად ადარდებდეს.

„ამ საქმის პოლიტიკურ ნაწილს აქვს შემდეგი შემადგენელი: პირველი - რა დროს ხდება ეს და ამაზე ჩვენ ნათელი პასუხი გვაქვს, რომ ეს ხდება არჩევნების წინ სულ რამდენიმე კვირით ადრე. მეორე - ვინ აკეთებს ამას და ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან გარკვეული და ნათელია, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე დაიწყო თავისი იდეოლოგიური კარიერა „ტრაქტორების საქმით“, როდესაც ამის უკან იყო პოლიტიკოსი, რომელზეც საჭირო იყო დარტყმა, სამწუხაროდ, ჩვენი მაშინდელი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მინისტრი, დათო კირვალიძე. შემდეგი, ეს იყო საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ კაბელებს, როდესაც დადგა საჭიროება ალასანიასთან დაპირისპირების. მერე ეს საქმეები გაგრძელდა ბურჭულაძის საქმით, „თიბისის“ საქმით ანუ საქმეებით, რომლებიც, მარტივად რომ ვთქვათ, იყო შემდეგი ფორმატით შეკერილი და არც ერთი ეს საქმე არ შედგა.


ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხან გადაწყვეტს, რომ კორუფციას ებრძვის და მოდი დავარტყათ კირვალიძეს და ალასანიასო, ხან გადაწყვეტს, რომ ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებიც თითქოს რაღაცას ითვისებენ, ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იგონებს ხოლმე, რომ რაღაც ღირებულებები გააჩნია. საყდრისის ამფეთქებელი პოლიტიკური ძალა დავით გარეჯის პატრიოტი პოლიტიკური ძალაა ?! ძალიან საინტერესოა ამ ადამიანების სპეციფიკა - ეტყვიან, რომ დღეს პატრიოტი ხარ, კი ბატონო, დღეს პატრიოტი ვარ და მოდი ახლა, დავით გარეჯის თემას გავქაჩავ. შეუკვეთავენ პატრიოტიზმს, და ამ პატრიოტიზმის შედეგად ხდება ადამიანების დაჭერა, ყოველგვარი მტკიცე საფუძვლის გარეშე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42