პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია კარტოგრაფების საქმეზე ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება.
ბერაიას თქმით, კუბილიუსის განცხადება შემაშფოთებელია.
"შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას. საინტერესოა რა რექცია ექნებოდა, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო. კიდევ უფრო გაუგებარია მისი მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ნაბიჯების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულიად უსაფუძვლო, მიკერძოებული შეფასება.
კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, როგორც ევროკავშირში ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ ერთის მხრივ, საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და მეორეს მხრივ, ქართული ეკონომიკის მდგრადობას. შესამაბისად, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია." - განაცხადა ბერაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






