„მე წარვადგინე ჩემს მიერ მოძიებული რუკები, ასევე კრიზისების საბჭოს მიერ მოძიებული რუკა. ივერი მელაშვილმა აღნიშნა, რომ წარდგენილი რუკები არ უნდა ყოფილიყო გამოსაყენებელი აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის საკითხზე მსჯელობისას, თუმცა თავისი აზრის გასამყარებლად ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოჰყავდა. საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა და დავით ჯალაღანია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, თუმცა მას წარდგენილ დოკუმენტაციაზე საკუთარი აზრი არ გამოუთქვამს. საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია არც ნატალია ილიჩოვას, რომელიც სხვადასხვა დროს ჩემთან პირად საუბარში უარგუმენტოდ უარყოფდა მოძიებული რუკებისა და დოკუმენტების გამოყენების შესაძლებლობას“ - ნათქვამია ხორბალაძის ჩვენებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






