კარტოგრაფების საქმე თავდაყირა დგება - პროკურატურამ სადავო რუკები ილიჩოვას შემცვლელის კაბინეტიდან ამოიღო
პოლიტიკა - 17:03, 14 Oct, 2020     1483
გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა რუკები ილიჩოვას კაბინეტიდან ამოიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, პროკურატურამ აღნიშნული რუკები მისი შემცვლელის - ირმა გაბუნიას კაბინეტიდან ამოიღო და ამ ფაქტს მიცემულ ჩვენებაში თავად გაბუნიაც ადასტურებს.

"კომისიაში ჩავანაცვლე ნატალია ილიჩოვა, რომელიც, თუ არ ვცდები კომისიის დაარსებიდან 2019 წლის მაისის თვემდე იყო კომისიის წევრი. მას შემდეგ, რაც მოხდა კომისიაში ჩანაცვლება, მან გადმომცა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და რუკები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმე სახის მიღება ჩაბარების ან სხვა რაიმე წერილობითი აქტი არ შედგენილა. უბრალოდ, მითხრა, რომ ეს იყო მის ხელთ არსებული მასალები და ვინაიდან ვიყავი კომისიის წევრი, მქონოდა მე. გადმოცემული მასალები შევინახე მე სამუშაო ოთახში განთავსებულ რკინის სეიფში, რომელსაც ვიყენებთ მე და ნატალია ილიჩოვა".

კითხვა: თქვენი სამუშაო ოთახიდან ამოღებულ 1:200 000 მასშტაბის რუკებს:

ნომენკლატურით K.38.XXVIII - 1 ცალი, 1937 წლის გამოცემა, დედანი;

ნომენკლატურით K.38.XXIX - 1 ცალი 1938 წლის გამოცემა, დედანი;

ნომენკლატურით K.38.XXII - 1 ცალი 1937 წლის გამოცემა, დედანი;

ნომენკლატურით K.38.XXIII - 1 ცალი, 1937 წლის გამოცემა, ასლი.

გთხოვთ უპასუხოთ, სად და ვინ გადმოგცათ აღნიშნული რუკები, ასლის სახით წარმოდგენილ რუკას ხომ არ აქვს დედანი და დადებითი პასუხის შემთხვევაში ვისთან შეიძლება მოძიება?

პასუხი: "დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული დედანი რუკები 2019 წლის მაისის შემდეგ, ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ, გადმომცა ნატალია ილიჩოვამ სამსახურში, ჩვენს სამუშაო ოთახში, ხოლო რაც შეეხება 1937 წლის გამოცემა რუკის ასლს, არ ვიცი ნატალია ილიჩოვამ გადმომცა თუ მე მივიღე ურთიერთგაცვლისას, როგორც კომისიის წევრმა სხვა კომისიის წევრისგან. არ ვიცი აქვს თუ არა დედანი და არც ის ვიცი, თუ ვინ შეიძლება იცოდეს აღნიშნულის შესახებ".

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42