ბატონი თალაკვაძის ვითომ გაბრაზება, სინამდვილეში ურცხვად მორიგი პროპაგანდის ტალღის აგორებაა - კაპანაძე
პოლიტიკა - 16:35, 14 Oct, 2020     852
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი გააკრიტიკა მისი განცხადების გამო ივერი მელაშვილისა და ნატალია ოლიჩოვას დაპატიმრებაზე.

კაპანაძის თქმით, თალაკვაძის ვითომ გაბრაზება კიდევ ერთი პროპაგანდის ტალღის აგორებაა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ სირცხვილია ივანიშვილის და მისი კლოუმნების კასტის ჩაბმა ამ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში.

„მე ვნახე ბატონი თალაკვაძის ვითომ გაბრაზება, სინამდვილეში კი ურცხვად მორიგი პროპაგანდის ტალღის აგორება, რომ თითქოს ჩვენმა მეგობარმა კუბილიუსმა თქვა, რომ დავით გარეჯზე საუბარი არის სირცხვილი. ამ დროს ბატონი კუბილიუსი საუბრობს იმაზე, რომ ორი საჯარო მოხელის დაპატიმრება და მათთვის დაბრალება, რომ ტერიტორიები გადასცეს სხვა ქვეყანას და ყურადღების გადატანა ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან ამ ვითომ გარე საკითხზე, ეს არის სირცხვილი.

მართლა სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მის ირგვლივ არსებული კლოუნების მთელი კასტა ჩაება ამ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში, წირავენ ორ უდანაშაულო ადამიანს და აზიანებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ერთადერთი მიზნით, რომ თვითონ გაიხანგრძლივონ ხელისუფლება.

ეს ყველაფერი აუცილებლად აუფეთქდებათ და ცხვირში მოხვდებათ ამ არჩევნებზე და ყველანი ერთად მათ ჩვენ დავამარცხებთ და ამ ქვეყანაში მართლა დაიწყება ცვლილებები, რომ ასეთი ურცხვი ხელისუფლება აღარასოდეს აღარ ყავდეს საქართველოს.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42