მორიგი პოლიტიკური დევნა - მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან 6 სკოლის „ურჩი“ დირექტორია გათავისუფლებული. ნაწილი მათგანი ამ ყველაფერს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ისინი ოპოზიციის მხარდაჭერის გამო დასაჯა, ნაწილი - გამორიცხავს ზემოთხსენებულ მოტივს.
წეროვნის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, რამინ ჩიტიშვილი, აცხადებს, რომ ის არის ჩოჩელის მხარდამჭერი და არასდროს შეუსრულებია „ქართული ოცნების“ დავალებები. მისი თქმით, სწორედ ეს არის მისი გათავიზუბლების მიზეზი.
„მე ვარ ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერი და ეს არის მიზეზი. ზეწოლა ყოველთვის იყო, რომ უნდა გამეკეთებინა სიები, ვინ იყო მხარდამჭერი, ვინ მოწინააღმდეგე. მე ამას არასოდეს ვაკეთებდი და ზუსტად ეს გახდა ჩემი გათავისუფლების საფუძველი“- აცხადებს რამინ ჩიტიშვილი.
რამინ ჩიტიშვილის თქმით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვა უბრალოდ დროში დაემთხვა.
თუმცა ასე არ ფიქრობს ნანა ტაველური, რომელიც წილკნის სკოლის ყოფილი დირექტორია და აცხადებს, რომ თანამდებობიდან ვადის გასვლის გამო გაუშვეს. ტაველური პოლიტიკურ მოტივს კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და უახლოეს მომავალში ახალ თანამდებობას ელოდება.
ცნობისთვის, მცხეთა-მთიანეთში სულ14 სკოლის დირექტორს გაუვიდა თანამდებობაზე ყოფნის ვადა. მათგან რვამ- ხელახლა გადანიშვნის პირობა მიიღო. იგივე პირობა მისცეს განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, სოფელ გალავნის სკოლის ყოფილ დირექტორსაც.
მასალის გამოყენების პირობები






