"პოლიტიკურ ცილისწამებას, არჩევნების წინ მოღალატის სახელის დარქმევას, არავითარი წარმატება არ ექნება"- მეუფე ნიკოლოზი
პოლიტიკა - 15:11, 14 Oct, 2020     965

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ "ზოგადად, საზოგადოება ცხვრები ვართ".

მისი თქმით, "ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები".

"პოლიტიკურ ცილისწამებას, ბრალდებას, ხელის გაშვერას და მითუმეტეს, არჩევნების წინ მოღალატის სახელის დარქმევას, არავითარი წარმატება არ ექნება. ხალხი უკვე ნელ-ნელა შეეჩვია ამას, წესიერი ადამიანი გაარჩევს სიმართლეს და ტყუილს"- თქვა უმაღლესმა იერარქმა.

მსგავსი განცხადების პარალელურად,მიტროპოლიტი ამბობს, რომ გამოძიებას ნდობას უცხადებს.

მეუფე ნიკოლოზმა მცხეთაში ჟურნალისტების კრიტიკისთვის მოიცალა:

„ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავყოთ, როცა ლაპარაკია კრიმინალურ დანაშაულზე და როდესაც ადამიანი პატიმრობაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალურ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. როცა კრიმინალურ დანაშაულზეა ლაპარაკი, ერთმანეთისგან უნდა გავყოთ კრიმინალური გამოძიება და ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება. მინდა გითხრათ, რომ თქვენ, ჟურნალისტებს ნამდვილ ინფორმაციაზე წვდომა არ შეიძლება რომ გქონდეთ, თქვენ ქმნით რაღაც შთაბეჭდილებას. ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საგამოძიებო სისტემა, ეს ვერ იქნება საჯარო და როცა თქვენ ადამიანს სახელმწიფო ღალატში დებთ ბრალს, თქვენ, თორემ გამოძიება რომ დადებს ბრალს, ამას ყველანი მოვისმენთ, მე მიმაჩნია ეს სრულებით გაუმართლებელ საქციელად. ამიტომ ვერავითარ ნდობას ამ ჟურნალისტურ გამოძიებას ვერ გამოვუცხადებ, მე უბრალოდ არ მჯერა. პროკურატურას, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებ ნდობას, მაგრამ პროკურატურისგან ჯერჯერობით ინფორმაცია ვერ გვექნება, სანამ ძიება არ დამთავრდება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ჟურნალისტები დაინტერესტდნან ეკლესიის პოზიციით - გაივლო თუ არა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები სწორად, ის პასუხობს, რომ ეს საკითხი სინოდის სხდომაზე იქნება განხილული.

„ეკლესიას რა ეჭვები აქვს და რა აზრი აქვს, ეს იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე, გააჩნია როდის იქნება და საერთო დასკვნას მერე მოგახსენებთ. რაც შეეხება ჩემ პირად აზრს, კითხვას შემოგიბრუნებთ, რომელს გინახავთ ის რუკა საერთოდ, რაზეც არის ლაპარაკი. გინახავთ პირადად ეს რუკა? ვინ გამოაქვეყნა იმას არ გეკითხებით. ნახეთ ეს რუკა, გარეჯი საერთოდ არ არის ამ რუკაზე, ინტერესი ვისია, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. მე გეუბნებით, რომ ყველა რუკა, რომელიც არსებობს, ნახეთ, არსად არ არის გარეჯზე საუბარი. მე თვითონ ვიყავი ამის მომსწრე, 2000-2001 წლამდე მე ვიყავი ბოდბის ეპისკოპოსი, ჩვენ ეპარქიას ჰქონდა ფერმა და ეს ფერმა სამჯერ გადავიდა-გადმოვიდა ხელში, ეს არის პრობლემური საკითხი. დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოკვრით ადამიანს ბრალი დადო სამშობლოს ღალატში, ძალიან არასწორი საქციელია, თქვენ ნუ მოიქცევით ასე... დასაბუთებელი ბრალდების გარეშე ცილისწამება ეს არის ძალიან ცუდი საქციელი და კრიმინალური დანაშაული. პროკურატურას თავისი დასრულებული ძიება არ გამოუქვეყნებია ჯერ და თქვენ ცდილობთ ამის გაკეთებას, რომ მოიპოვოთ მასალების ნაწილი და ამის მიხედვით დაარქვათ მოვლენებს სახელი. დავით გარეჯი კი არა, თბილისი იყო 400 წელი არაბების ხელში, მაგრამ ვინ იტყვის, რომ თბილისი არ არის საქართველო, გარეჯი არის საქართველო, გარეჯის მონასტერი ყოველთვის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ქვეშ იქნება და გარეჯის მიწა ყოველთვის იყო და იქნება ქართული მიწა. ნებსიმიერი მცდელობა გარე მტრისგან, თუ შიდა მოღალეტეებისგან ამის გასხვისების თუ მიტაცების, არასდროს არ იქნება წარმატებული“, - აცხადებს მიტროპოლიტი.

კითხვაზე, ხედავს თუ არა, დავით გარეჯის საკითზე დაკავებული პირების საქმეში ის პოლიტიკას, მიტროპოლიტი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხს ვერ გასცემს.

"ვერაფერ შეფასებას ვერ გავაკეთებ, 2 კვირაზე ნაკლებია არჩევნებამდე დარჩენილი და მაინც და მაინც ახლა გააქტიურდა ეს თემა, რატომ - ეს გაუგებარია ჩემთვის. ეს მალე გამოჩნდება არის თუ არა არჩევნებთან დაკავშირებული“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42