ვატო სურგულაძე - სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდულის ე.წ. “სისტემის მომხმარებლის", 25 ოქტომბერს ამოქმედება ეჭვს იწვევს - არის საშიშროება, რომ მოხდეს ინფორმაციით მანიპულირება
პოლიტიკა - 14:32, 14 Oct, 2020     753
„ლელოს" ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართა და 8 ოქტომბერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, გაგზავნილი წერილის შესახებ ისაუბრა.

აღნიშნული წერილით ცენტრი ატყობინებდა დაწესებულებებს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შემოღებულია სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდული ე.წ. „სისტემის მომხმარებლები", რომელიც განთავსებულია ცენტრის შესაბამის პორტალზე.

სურგულაძის თქმით, აღნიშნული სისტემის დანერგვა მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონულ მოდულში დასაქმებული პირების იდენტიფიკაციას, რომ მხოლოდ ამ პირებს ჰქონდეთ სისტემაზე წვდომა. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი სისტემაში ყოველი შესვლისას მიიღებს SMS შეტყობინებას. სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები არიან გადავიდნენ ამ სისტემაზე ა/წ 25 ოქტომბრიდან. რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს.

„რატომ ხდება ახალი ელექტრონული პლატფორმის შემოღება 25 ოქტომბერს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ამით შეიძლება მოხდეს ინფორმაციის მანიპულაცია. ყველაზე უცნაური არის ის ფაქტი, რომ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საინფორმაციო პორტალის ერთ - ერთი მოდული იცვლება საპარლამენტო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე რაც შეძლება გახდეს ქვეყანაში ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების მანიპულირების მექანიზმი. პირველ ეტაპზე ამ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს ისეთი უზუსტობები როგორიცაა, ინფორმაციის მიწოდების დაგვიანება, უზუსტობა ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ინფორმაციული სისტემის გაუმართაობა, სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებელი პირების მოუმზადებლობა, პრობლემები SMS გაგზავნა - მიღებაში. ინფორმაციას ვინც ფლობს, ის ფლობს სიტუაციასაც. ეს არის ჩვენი ეჭვი, რატომ 25 ოქტომბერს და არა თუნდაც არჩევნების შემდეგ,"- აცხადებს სურგულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42