გადასატანი ყუთების წინასწარ შევსებული სიები და მასში შესული "ოცნების" ამომრჩევლები - არჩევნების გაყალბების მცდელობა ამჯერად სამეგრელოში
პოლიტიკა - 14:19, 14 Oct, 2020     1013
არჩევნების გაყალბების მცდელობა ამჯერად სამეგრელოში - 107-ვე საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთების კვოტა სპეციალური საჭიროებების მქონე მოქალაქეებს უკვე შევსებული დახვდათ. აღნიშნულ სიაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოხვდნენ და მათ ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვთ, შესაბამისად, კანონის მიხედვით ისინი საარჩევნო უბანზე უნდა გამოცხადდნენ.

ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ სიაში მათი ის ამომრჩევლები არ არიან, რომლებსაც რეალურად არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მისვლა და მათ ხმის მიცემა გადასატანი ყუთების საშუალებით უნდა შეეძლოთ.

„გადასატან ყუთებში ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ჯანმრთელობის რაიმე მძიმე ფორმა, ჩვეულებრივად შეუძლიათ გადაადგილება და ისინი არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები. თითოეულ ადამიანთან მივალთ და გავასაჯაროებთ აუცილებლად. მივმართავ ქართული ოცნების კოორდინატორებს და უბნის კომისიის თავმჯდომარეებს, რომლებიც ასრულებენ ამ უკანონო დავალებას - მითითებებს, რომელსაც ახლა გაძლევენ თქვენ „ქართული ოცნების“ შტაბიდან, არის უკანონო და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“ - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ანი წითლიძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო ყუთებით არჩევნების გაყალბების მცდელობა ოპოზიციამ ქუთაისშიც გამოააშკარავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42