ხელისუფლება არ ეშვება ამ მავნე პრაქტიკას, რომელმაც 2 წლის წინ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - შენგელია
პოლიტიკა - 13:41, 14 Oct, 2020     795
ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე და ბაჩანა შენგელია ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურის გამოყენებას ეხმაურებიან.

დონაძის თქმით, ჩიქოვანი პედაგოგებს იყენებს საარჩევნო აგიტაციაში. მისი თქმით, პედაგოგის, როგორც სტატუსის გამოყენება საარჩევნო აგიტაციაში არის კანონდარღვევა და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რომ სათანადოდ გამოიძიონ საქმე. ბაჩანა შენგელიას თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აგრძელებს ამ მავნე პრაქტიკას, რასაც პედაგოგების გამოყენება ჰქვია საარჩევნო აგიტაციაში და რასაც შეეწირა ია კერზაიას სიცოცხლე.

„10 დღის წინ, ევროპულმა საქართველომ საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრით, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი იყენებს ადმინსტარიულ რესურს, კერძოდ, პედაგოგებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა და დღეს ჩვენ საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოგვიგზავნა წერილი და სამწუხაროდ კომისიამ ვერ დაინახა კანონდარღვევა აღნიშნულ საჩივარში. ჩვენ ხელთ გვაქვს ირაკლი ჩიქოვანის ახსნა-განმარტება, რომ მან კლიპის გადაღებაში ნამდვილად ჩართო პედაგოგები, თუმცა მიუთითა, რომ ეს კლიპი გადაღებულია არასამუშაო დროს. აქ ირაკლი ჩიქოვანი ძალიან ცდება. ჩვენ ნამდვილად არ გვაინტერესებს კლიპის ტექნიკური გადაღება როდის მოხდა, რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, პედაგოგები, რომლებიც გადაიღეს წინასაარჩევნო აგიტაციაში, ეს კლიპი გამოყენებულია საარჩევნო პერიოდში და ტრიალებს მის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში 24 საათის განმავლობაში. სამუშაო დროსაც, როდესაც პედაგოგი ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას, კლიპი ტრიალებს მის გვერდზე და მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ ხმა მისცეს ირაკლი ჩიქოვანს.

ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ როდესაც კლიპს ვუყურებთ, კლიპში სახელის და გვარის გასწვრივ წერია პედაგოგი და თვითონ ირაკლი ჩიქოვანი მის სტატუსში იყენებს ტექსტს, რომ ეს ადამიანი არის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი. აქ ხდება ირაკლი ჩიქოვანის მიერ გამოყენება ამ პედაგოგის სტატუსის, რაც არის კანონდარღვევა და ევროპული საქართველო აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტაციაში და შემდეგ უკვე სასამართლოებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან.“ -განაცხადა დონაძემ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ ეშვება ამ მავნე პრაქტიკას, რასაც ჰქვია პედაგოგების საარჩევნო რესურსად გამოყენება და ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ასე ღიად და საჯაროდ არღვევენ კანონს, როგორც ზოგადი განათლების, ისე საარჩევნო კოდექს და არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ ქალაქში მოხდა ის ამბავი, რომელმაც 2 წლის წინ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სწორად რომ პოლიტიკური მიზნებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოყენების გამო.

მე მოვუწოდებ მათ, რომ ნუ არღვევენ კანონს, ნუ რთავენ პედაგოგებსა და დირექტორებს საარჩევნო კამპანიაში, ეს არის კანონით აკრძალული, არის კანონდარღვევა და შესაბამისად, მათ უნდა დაეკისროთ ამისთვის სანქციები. გარდა ამისა, დღეს უკვე აქტიური კამპანია დაიწყო დირექტორების განთავისუფლების სხვადასხვა სკოლებიდან და აუცილებლად უნდა შეწყდეს ეს მავნე პრაქტიკა და გამოცხადეეს მორატორიუმი არჩევნების დამთავრებამდე სკოლის დირექტორების და პედაგოგების განთავისუფლებაზე. ეს არის მიუღებელი და ძალიან მძიმე დარღვევა.“ - განაცხადა შენგელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42