ნაკაიძის თქმით, დღეს ხალხში არის ცვლილებების მოლოდინი და მათ კარგად იციან, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლა კოალიციურ ხელისუფლებას შეუძლია. ნაკაიძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს გეგმა მოუტანს როგორც ხელვაჩაურს, ისე მთლიანად მთიან აჭარას გარდამტეხ ცვლილებებს.
„რამდენიმე დღეა ხელვაჩაურის მუნილციპალიტეტის სოფლებში დავდივართ კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრებზე. მიუხედავად იმისა ხელისუფლება დასაშინებლად იყენებს არაერთ მეთოდს, ხალში მაინც ღიად ჩანს ცვლილებების მოლოდინი. ამიტომ დარწმუნებული ვარ ამ მოლოდინს ვერანაირი ზეწოლა, ადმინისტრსციული რესურსი თუ უაზროდ ხელისუფლების კანდიდატის ფულის ხარჯვა ვერ შეცვლის. მთავარია ყველასთან მივიდეთ, გავაცნოთ ჩვენი პროგრამა, იმედი მივცეთ. ხალხი კარგად ხედავს, რომ გამოსავალი მხოლოდ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბებაშია. ბელადებზე დაფუძნებული ხელისუფლების გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ აღარ დაუშვებენ ერთი კაცის მართვას.“ -განაცხადა ნაკაიაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






