პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დავით გარეჯის საკითხზე საუბრობს. იგი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სამიზნე გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იყო, რომლის მოზიდვასაც დავითგარეჯზე მანიპულირების გზით აპირებდა.
მისი აზრით, მმართველმა გუნდმა მხოლოდ იმას მიაღწია, რომ "კონკურენტულ ველზე "პატრიოტთა ალიანსთან", "ქართულ მარშთან" და ამ ტიპის პარტიებთან შევიდა".
ხუხაშილი აცხადებს, რომ რუკების დამალვის გამო, ხელისუფლება "კარტოგრაფების საქმეში" დანაშაულის თანამონაწილე გამოდის.
"როგორც ბატონი ხიდაშელი ამბობს, მან ეს რუკები მარტში ჩამოიტანა. მარტიდან 6 თვე რომ მალავდნენ, ე.ი. გამოდის, რომ დანაშაულის თანამონაწილეები არიან. იმიტომ, რომ დანაშაულის დაფარვა, აგრეთვე, დანაშაულია. 6 თვე რომ ედოთ ეს რუკები სადღაც, ხელისუფლებაც აშავებდა, გამოდის", - ამბობს გია ხუხაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






