საქართველოში საზოგადოება თუ რამეთია უკმაყოფილო, ეს არის გაუმართავი, კორუმპირებული, პოლიტიკურ ელიტაზე ჩამოკიდებული სასამართლო სისტემა - ახვლედიანი
პოლიტიკა - 19:48, 13 Oct, 2020     938

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, დღევანდელი სასამართლო სისტემა პოლიტიკოსთა მონა-მორჩილია და მოსამართლეების მთელი კორპუსი ხელმძღვანელობს იმით, თუ რას უტყვის ბატონი და რა განწყობა აქვს პოლიტიკურ ლიდერს.

ახვლედიანის თქმით, ამის დასასრულებლად საჭიროა სისტემური, ფუნდამენტური, გარდამტეხი ცვლილებები.

„ყოველი მმართველი ძალა გვპირდება, რომ ჩვენი დარღვეული უფლებები იქნება აღდგენილი. ყველა გვპირდება, რომ აღდგება სამართლიანობა. არადა, 20 წელია, უფრო მეტიც, საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი თუ რამეთი არის უკმაყოფილო, ეს არის გაუმართავი, კორუმპირებული, პოლიტიკურ ელიტაზე ჩამოკიდებული სასამართლო სისტემა. სწორედ ამიტომაა, რომ ბევრი ჩვენგანი ოცნებობს, მოხვდეს სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და იქ დაამატკიცოს თავისი სიმართლე. რატომ? იმიტომ, რომ იმ სასამართლოსი სჯერა, ჩვენი სასამართლოსი კი – არა. როგორ შეიძლება, დაუჯერო სასამართლოს, რომელიც პოლიტიკოსთა მონა-მორჩილია. უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, მოსამართლეების მთელი კორპუსი ხელმძღვანელობს სწორედ იმით, რას იტყვის ბატონი, რა განწყობა აქვს პოლიტიკურ ლიდერს, არც მეტი, არც ნაკლები. ეს რომ დავასრულოთ, საჭიროა სისტემური, ფუნდამენტური ცვლილება და ჩვენ ამ ცვლილებებს დავიწყებთ სასამართლოს რეფორმირებით, რომლის შედეგადაც მივიღებთ ნამდვილ, ევროპულ, დამოუკიდებელ სასამართლოს.:“ - განაცხადა ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42