ნინო ბურჯანაძე ხაშურში და რუისში ამომრჩევლებს შეხვდა
პოლიტიკა - 16:59, 13 Oct, 2020     680
,,მე არ ვარ პოპულისტი და მატყუარა ადამიანი და არ გეტყვით, რომ მინისტრმა ან პრეზიდენტმა მეტროთი და ავტობუსით უნდა იაროს. მაგრამ მთავრობის წევრების ანაზღაურება უნდა იყოს ადექვატური იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მშიერი ცხოვრობს". - განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ხაშურისა და რუისის მოსახლეობას შეხვდა.
მათთან საუბარში ნინო ბურჯანაძემ 2016 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" მაშინ მათი ხმები სხვადასხვა სატელიტ პარტიებს გადაუნაწილა. როგორც ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობასთან საუბარში განაცხადა, 2020 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების საშუალებას აღარ მისცემს ხელისუფლებას.
ამომრჩევლებმა პარტიის ლიდერთან საუბარში გამოჰყვეს სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, არასაკმარისი პენსია, უსამართლოდ მოხსნილი სოციალურად დაუცველის სტატუსი.
ნინო ბურჯანაძემ ხაშურისა და რუისის მოსახლეობას მხარდაჭერის შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
,,ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მომზაფებულია, ისეთი საარჩევნო პროგრამა, რომელიც შეიძლება ისე არ ბრწყინავს ციფრებით და დაპირებებით, როგორც ,,ქართული ოცნების", მაგრამ ჩვენი დაპირებები არის რეალუსტური. მოსახლეობას დღეს უკიდურესად უჭირს, არამარტო ხაშურში და რუისში, არამედ ყველა რეგიონში სადაც ჩავედი.
თქვენ შეგიძლიათ ამის შეცვლა, თქვენს ხელშია თქვენი პრობლემების მოგვარება, იმით რომ სანამ 31 ოქტომბერს ბიულეტენში რომელიმე პარტიას შემოხაზავთ, კარგად დაფიქრდით, ვის აქვს ძალა და გამოცდილება გვერდში დაგიდგეთ თქვენ თიოეულ მოქალაქეს და სრულიად ქვეყანას. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, ვინ გსურთ ხელისუფლებაში". - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ხადურისა და რუისის მოსახლეობას. ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზე, რუსეთთან ურთიერთობის სტაბილიზაციაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ,,ერთიანი საქართველოს" გეგმაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42