აჭარაში დაკავებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ პენიტენციურ სამსახურში?
პოლიტიკა - 16:38, 13 Oct, 2020     748
კოვიდ-19 დაუდასტურდა ბრალდებულ პირს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არ ყოფილა. ამის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განცხადებას აკეთებენ.

„მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კოვიდ-19 დაუდასტურდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, ბრალდებულ ა.გ.-ს, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს დააკავეს. მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მიიყვანეს. ვინაიდან ბრალდებული აჭარის რეგიონში დააკავეს, იქ არსებული მწვავე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მას პენიტენციური დაწესებულების პერიმეტრის გარეთ გაუკეთდა ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტი, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. ამის გამო პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ა.გ. პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის შესაბამის კლინიკაში, სადაც მან PCR ტესტირება გაიარა და მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კოვიდ-19 დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 11 ოქტომბრიდან ბრალდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსებისთანავე აყვანილი იქნა ელექტრონული სამაჯურით კონტროლზე, რათა მასთან კლინიკაში პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრების ყოფნა არ ყოფილიყო საჭირო. შესაბამისად, ბრალდებული არათუ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული, არამედ პენიტენციური სისტემის თანამშრომლებთანაც არ ჰქონია შეხება.“- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42