"გასაგებია, რომ არჩვევნების წინ ოპოზიციური პარტიები კონკურენციის რეჟიმში არიან და ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდოს. თუმცა ვფიქრობ, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხი განსაზღვრავს საკუთარი არჩევანით ვის ენდობა. ამას მოწმობს გამოკითხვებიც, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენს გარშემო შექმნილი კოალიცია რა თქმა უნდა იქნება სწორედ ის ძალა, რომელიც ამ არჩევნებში გაიმარჯვებს.
ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ თავს არ ვესხმით სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენ გვყავს ერთადერთი მოწინააღმდეგე და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი მხრივ მზად ვარ ყველა პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის არჩევნების შემდეგ.
ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო და არის, იქ სადაც ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვები რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს შიდა პოლიტიკური პროცესების რა რეფორმები არის გასატარებელი დაუყონებლივ. ეკონომიკაში, მართლმსაჯულებაში და ა.შ ჩვენ კიდევ ერთხელ მივიჩნევთ რომ ყველა არის ჩვენი მოკავშირე, ვისაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებვის დამარცხება სურს ჩვენს ქვეყანაში რაც არის გადამწყვეტი და გადარჩენის საკითხია ჩვენი სახელმწიფოსთვის.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ დღეს დავარწმუნოთ ამომრჩეველი ჩვენი ხედვებით, რომ მხარი დაუჭირრონ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენი ტაქტიკა და ჩვენი პოზიცია ნამდვილად არ არის სხვა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა."
მასალის გამოყენების პირობები






