თუ სააკაშვილი ივანიშვილს ეხმარება პროპაგანდით, რომ მხოლოდ ის არის ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს - კაპანაძე
პოლიტიკა - 15:14, 13 Oct, 2020     910

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, გიგი უგულავას გუშინდელ ვიდეომიმართვას აფასებს.

კაპანაძის თქმით, უგულავას გზავნილშიც ჩანდა, რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა, თუმცა თუკი სააკაშვილი მის წისქვილზე ასხვას წყალს, მასაც საკადრისი პასუხი გაეცემა.

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო სტრატეგიაა ვისაუბროთ იმაზე, რა ტიპის გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოხდეს ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება და ხალხისთვის მეტი ფულის დატოვება, ეკონომიკის ფეხზე დაყენება, სიღარიბის დაძლევა და ა.შ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არასწორად წარმოჩენილ რეალობას, რომელიც ილუზიაა, შევეწინააღმდეგოთ. ეს იყო სწორედ გიგი უგულავას გზავნილიც, რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა, მაგრამ თუ სააკაშვილი მას ეხმარება პროპაგანდით, რომ მხოლოდ ის არის ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს. რაც შეეხება იმას, ეს გზავნილი უწყობს თუ არა ხელს ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არა. ივანიშვილის პროპაგანდას პირიქით ეხმარება გზავნილი, რომ მისი ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი. მესმის, რომ შესაძლოა, ბევრს არ მოეწონა ფორმა, როგორითაც ეს იყო ნათქვამი, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილი არ უნდა დაგვავიწყდეს - გარდამტეხი ცვლილებები და იმ ილუზიის დანგრევა,რომლის შექმნას ცდილობს როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილი, რომ მხოლოდ ისინი არიან ალტერნატივა." - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42