"მეტასტაზები ალაგდა...გამარჯვების პირველი ეტაპი გავიარეთ" - ხათუნა ჟორდანია
საზოგადოება - 14:55, 13 Oct, 2020     11888

ხათუნა ჟორდანიამ, რომელიც ფილტვის კიბოს ებრძვის, გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“, სადაც მისი მეუღლე – ზურა ხაჩიძე იმყოფებოდა, დაავადების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კლინიკა, სადაც იმუნოთერაპიის კურსი უნდა გაიაროს, განკურნების იმედს აძლევს.

„მკურნალობის პირველი ეტაპი ისრაელში ჩავამთავრე. მეტასტაზები ალაგდა. ის დაავადება, რაც იყო, დაპატარავდა და გამარჯვების პირველი ეტაპი გავიარეთ. უნდა გამეგრძელებინა თბილისში თერაპია, გადასხმები, რითიც დარჩენილ დაავადებას გავაკონტროლებდით და გავყინავდით დიდი ხნის განმავლობაში. მერე ზურამ ჩემი ავადმყოფობა გაასაჯაროვა, რაზეც მე ძალიან გავბრაზდი და მეწყინა. არ მიყვარს, როდესაც მიცოდებენ და ვიშვიშებენ. პანდემიის პერიოდში უმძიმესად ვიყავი, თითქმის კვირაში ერთხელ სასწრაფოთი მივყავდი საავადმყოფოში.

მას მერე, რაც ზურამ გაასაჯაროვა ავადმყოფობის შესახებ, ჩემს ტელეფონში დაიწყო ესემესების გამოგზავნა. არ ვიცი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დღეს პირველად თქვენი გადაცემიდან ყველა იმ ადამიანს, ვინც თბილი, სიყვარულით სავსე ესემესი გამომიგზავნა, უდიდესი მადლობა იმიტომ, რომ თქვენ, ფაქტობრივად, სასწაული მოახდინეთ. თქვენმა გამოგზავნილმა ესემესებმა და სიყვარულით სავსე წერილებმა ფეხზე წამომაყენა.

გამოვიყურები ისე, როგორც გამოვიყურები, ანუ ძალიან მაგრად. შევეჭიდე და შევებრძოლე ამ ჩემს ავადმყოფობას მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სიარული მიჭირს, ცოტა – სხვა რამ. ერთობლიობაში ბევრია, რაც ამ წუთას მაწუხებს, სანამ ჩვენ მკურნალობის მეორე ეტაპზე გადავალთ იმიტომ, რომ ჩვენ ეს გადასხმები შევწყვიტეთ და ამ წუთას იმუნოთერაპიის მეორე ეტაპზე გადავედი, რომელიც ავსტრიაში უნდა გაკეთდეს. ეს არის კლინიკა, სადაც 100-პროცენტიან განკურნების გარატიას გვაძლევენ და ამ დაავადების საბოლოო დამარცხების”, – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42