ჩვენ დავიცავდით თითოეულ ხმას, რომლის გაყალბებასაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად ეცდება ოლიგარქი ივანიშვილი - ხატია დეკანოიძე
პოლიტიკა - 14:29, 13 Oct, 2020     894
ჩვენ დავიცავდით თითოეულ ხმას, რომლის გაყალბებასაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად ეცდება ოლიგარქი ივანიშვილი - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ - ერთი ლოდერი ხატია დეკანოიძე საუბრობს.

დეკანოიძე ასევე საუბრობს, თანამშრომლობაზე, რომელიც იკვეთება საარჩევნო კომისიებსა და „ქართული ოცნების“ შტაბს შორის.

„ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს და მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიცავდით თითოეულ ხმას, რომლის გაყალბებასაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად ეცდება ოლიგარქი ივანიშვილი. ამ ხმების დაცვა არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო დღეს, ამ ხმების დაცვა მიმდინარეობს ჩვენი შტაბის მიერ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. წინასაარჩევნო პერიოდში და ჩვენ ვამოწმებთ პრაქტიკულად ყველა უბანს, სადაც აღმოვაჩინეთ სერიოზული დარღვევები. კერძოდ, დღეს მე მინდა ვისაუბრო იმ თანამშრომლობაზე, რომელიც იკვეთება საარჩევნო კომისიებსა და „ქართული ოცნების“ შტაბს შორის. მაგალითად ისანში ჩვენ გადავამოწმეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, ეს საარჩევნო უბნებია ორმოცდამეექვსე, მეორე, ორმოცდამეერთე და მეორმოცე, ამას იმიტომ ვამბობ, რომ საარჩევნო ცენტრალურმა კომისიამ დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება. ამის მიხედვით იკვეთება შემდეგი სურათი - ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მიმართულება ხმების მობილიზების მიზნით“. - ამბობს დეკნოიძე

ის ასევე აღნიშნავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები არ არის დაკონფლექტებული გამჭვირვალედ და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.

„„ქართუკი ოცნების“ და საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლობით იკვეთება შემდეგი სურათი, რომ გადასატანი ყუთი არის მიზანში ამოღებული ქართული ოცნების შტაბის მიერ. როდესაც მაგალითად გადასატან ყუთის სიაში უნდა არსებობდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან და ვერ მიდიან ხმის მისაცემად. ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ ისანში, „ქართული ოცნების“ შტაბის მიერ დავალებული აქრვთ „ქართული ოცნების“ (ე.წ უბნის უფროსებს) კორდინატორებს, რომ გადასატანი ყუთის სიაში იყვნენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა რომ მივიდნენ საარჩევნო უბანზე, არამედ ოჯახებით არიან ამ სიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებს აგებენ და ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის ადამიანი დააშინება, თუნდაც პანდემიის გამო. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა უბნის შემოწმებას, მათ შორის გადასატანი ყუთებს, რომელშიც, როგორც აღმოვჩინეთ არიან ადამიანები, ვისაც რეალურად არ ეკუთვნის ამ სიაში ყოფნა“. - აცხადებს ხატია დეკანოიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42