უნდა გვესმოდეს, რომ ვინც ძალაუფლებისთვის იბრძვის მხოლოდ და არა ხალხის ინტერესებისთვის, ის ამ ძალაუფლებას დაკარგავს - უგულავა
პოლიტიკა - 14:12, 13 Oct, 2020     725
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვას ეხმაურება.

უგულავას თქმით, ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და და ერთმანეთში „სიაფანდ“ თამაშებს თამაშობენ.

„ზურაბ ნოღაიდელი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ეს არის დასაბუთებული. ერთად აკეთებენ ფულს - აზერბაიჯანის ტრანზიტს. ასე რომ, ერთმანეთში „სიაფანდი“ თამაშები ითამაშონ, ოღონდ ის უდანაშაულო ადამიანები გამოუშვან ციხიდან. იმიტომ გვინდა ჩვენ ცვლილებები, რომ ამ ქვეყანაში ერთი კაცის ხუშტურზე აღარ იყოს დამოკიდებული, როგორიც არის მაგალითად „კარტოგრაფების საქმე“ და სამწუხაროდ, როგორიც იყო „ფოტოგრაფების საქმე“. „კარტოგრაფების საქმე“ არის ერთი კაცის ხუშტურით თვითგადარჩენის ინსტიქტით მამოძრავებელი და მისი სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. უტვინო ღარიბაშვილმა და თვითგადარჩენის ინსტიქტით მოძრავმა ივანიშვილმა გააკეთა, დაატყვევეს ეს ადამიანები და ვერსია, რასაც აჩეჩებენ არის ის, რასაც აზერბაიჯანული მხარე ლობირებდა. აზერბაიჯანული მხარის პარტნიორი და შუამავალი არის ნოღაიდელი, რომელიც იქედან ფულს აკეთებს. ასე რომ, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ერთობლივი თამაშია ბატონი ნოღაიდელისა და ბატონი ივანიშვილის.

ნოღაიდელი არის ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში პირველი ნოღაიდელი გავარდა და დავანებოთ თავი ბნელ ოთახში კატის ძებნას, 2008 წლის შემდეგ შეგიძლიათ ამოიღოთ დოკუმენტები, პუტინის გვერდზე პირველი ნოღაიდელი იდგა. ისტორიის ინტერპრეტაცია კი არ უნდა გავაკეთოთ, ფაქტებით უნდა ვისაუბროთ.

ფაქტი კი არის ის, რომ დღეს ორი ადამიანი სინდისის პატიმარია, მძევლად აყვანილი და ამაში დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მზადაა ეროვნული ინტერესები, ისტორია, კულტურა გაყიდოს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უნდა გვესმოდეს, რომ ვინც ძალაუფლებისთვის იბრძვის მხოლოდ და არა ხალხის ინტერესებისთვის, ის ამ ძალაუფლებას დაკარგავს“, - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42