ხელისფლება დირექტორებს, რომლებსაც პოლიტიკურად არასაიმედოდ თვლის, უფლებამოსილებას უწყვეტს და საჩვენებლად სჯის - რატიანი
პოლიტიკა - 13:53, 13 Oct, 2020     780

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი და პარტიის წევრი, მარიამ რამინაშვილი, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებზე ზეწოლას ეხმაურებიან.

რატიანის თქმით, გრძელდება ზეწოლა სკოლის დირექტორებზე და ხელისუფლება მათთვის პოლიტიკურად არასაიმედო დირექტორებს ანთავისუფლებს გაურკვეველი მიზეზებით. რატიანი განათლების სამინისტროს მოუწოდებს გააკეთოს განცხადება, თუ რის გამო განახორციელეს ეს დისკრიმინაციული მოქმედება, რომ სკოლის დირექტორთა მხოლოდ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება.

„ხელისუფლება განაგრძობს ფართომასშტაბიან ზეწოლას სკოლს დირექტრებსა და მასწავლებლებზე. იმ დირექტორებს, რომლებსაც პოლიტიკურად არასაიმედოდ თვლის, უფლებამოსილებას უწყვეტს და საჩვენებლად სჯის. ფაქტია, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო აგონიაშია, რისი დადასტურებაცაა თიანეთის რეგიონის 7 საჯარო სკოლის დირექტორთან უფლებამოსილების ვადის გასვლით გამოწვეული გათავისუფლბა.

თბილისის მასშტაბით სექტემბრის დასაწყისში 110 (177-დან) სკოლის დირექტორს, რომელთაც გაუვიდათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა, შეუწყდათ ხელშეკრულება, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეულ კადრებს ხელშეკრულება გაუგრძელდათ. სკოლის მიღმა დარჩა დაახლოებით დირექტორთა ნახევარი - პროფესიონალი კადრი, მრავალწლიანი გამოცდილებით.

პროცესი, რომელიც დაიწყო თბილისით გრძელდება მთელ საქართველოში. საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რითაც დაზარალდა კონკრეტული ადამიანები და შეილახა მათი პროფესიული იმიჯი. მივმართავ განათლების მინისტრს,

• დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე განახორციელა დისკრიმინაციული ქმედება, რაც გამოიხატა გადაწყვეტილებით, რომ სკოლის დირექტორებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება. და მეორე,

• საარჩენო პერიოდში გამოაცხადოს მორატორიუმი საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებაზე. ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირებასა და აუდიტზე.

მინდა, კიდევ ერთხელ, განვმარტო, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონი ია კერზაიას საქმის შესაბამისი კვალიფიკაციის გარეშე დატოვებამ მოგვცა ის შედეგი, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების ტერორს.“ - აცხადებს რატიანი.

რამინაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო ცენტრალიზებულად აპირებს სისტემის მართვას და და ხელისუფლება ანთავისუფლებს იმ დირექტორებს, რომლებიც მათთვის პოლიტიკურად არასაიმედოა.

„განათლების სამინისტრო ცენტრალიზებულად აპირებს განათლების სისტემის მართვას, ამის ყველაზე კარგი დადასურებაა სწორეს ის, რომ დირექტორები, რომელთაც ყველას ერთნაირად შეუწყდათ ხელშეკრულება, მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროს პირადი სიმპატიებით აგრძელებენ ხელშეკრულებებს.

სწრედ ამიტომაა, რომ სექტემბრიდან დაწყებული ეს კამპანია გრძელდება და წინასაარჩევნოდ არაერთ რაიონს მოიცავს. თავისუფლდებიან მხოლოდ ის დირექტორები, რომლებიც პოლიტიკურაც არასაიმედოდ მიაჩნია ხელისუფლებას და თანამდებობებს ინარჩუნებენ ის ხალხი, ვინც იმედიანად იქნებიან წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისთვის. განათლების სამინისტრომ დროულად უნდა შეწყვიტოს ასეთი ქმედება და დაუსვას წერტილი პირადი ინტერესებით ცენტრალიზებულ მართვას სისტემის. მთავარი მონაპოვარი საგანმანათლებლო სფეროს დეცენტრალიზაციაა.“ -განაცხადა რამინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42