"განსასჯელის სკამიდან, შესაძლოა სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ"- ვოლსკის მინიშნება "კარტოგრაფების საქმეზე"
პოლიტიკა - 13:43, 13 Oct, 2020     1334
„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ვერსიები ქვეყნდება, მათ შორის, კონკრეტული საინფორმაციო საშუალებებით, რომ თითქოს აქ იგრძნობა რუსული კვალი. ამ სისულელით უნდათ გადაფარვა იმ რეალობის და იმ მძიმე სურათის, რაც შექმნეს თავადვე და იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის საქართველოსთვის მიკუთვნებისთვის რა გზა და რესურსი არსებობს, მთელი ძალები გადასროლილია იქეთ, რომ როგორმე რუსული კვალი მოძებნონ და მთავარი თემიდან გადაიტანონ საკითხი სულ სხვა რაკურსში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არანაირი რუსული კვალი არ არსებობს. აქ არსებობს საქართველოს ინტერესი და არსებობს საქართველოს ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მედია საშუალებები",- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.


გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ 307-ე მუხლის გააუქმა, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. მისი განცხადებით, ამ საკითხზე პასუხი უნდა გასცენ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მაშინ ქვეყანას მართავდნენ.

„წინასწარ ხელაღებით საუბარი იმაზე, რომ სამშობლოს ღალატის მუხლის გაუქმება უკავშირდება პირდაპირ დავით გარეჯს, არ შეიძლება, მაგრამ ფაქტი არის ძალიან მძიმე. მოხდა უბედურება, ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა ტელევიზიებით და ოფიციალური საშუალებებით განაცხადეს, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს და სულ ცოტა ხანში მოხდა იმ კანონის გაუქმება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს მე არ უნდა ვპასუხობდე. უნდა პასუხობდეს იმ პერიოდის პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური ძალები, ვინც ამ ქვეყანას მართავდნენ",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატი დაკავებულებს"სასჯელაღსრულების სისტემაში გადანაცვლებას" უწინასწარმეტყველებს.

“სამწუხაროა, ასეთ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთაც განსასჯელის სკამიდან, შესაძლოა სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ“ - ამბობს ვოლსკი.

მისივე თქმით, პორიკურატურას არ აქვს უყფლება მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება პოლიტიკრუი მოსაზრებებით გადადოს:

პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან, მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება გამოწვეულია იმისგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. სახელმწიფო საკუთარ თავსა და ინტერესებს უნდა იცავდეს დაარა კონკრეტული ადამიანის ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. ეს არის აქსიომა“ - ამბობს ვოლსკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42