"რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-თიანეთი-დუშეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ბაჩო ბუჩუკური: ადგილობრივი მოსახლეობა დარჩენილია სამედიცინო მომსახურების გარეშე, პრობლემაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა
პოლიტიკა - 13:21, 13 Oct, 2020     1612

„რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-თიანეთი-დუშეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ბაჩო ბუჩუკური რეგიონის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება. მან შეხვედრები გამართა ყაზბეგსა და დუშეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაა. როგორც ბაჩო ბუჩუკური აცხადებს, ადგილობრივი მოსახლეობა დარჩენილია სამედიცინო მომსახურების გარეშე და რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობას სამედიცინო სერვისებით.

ბაჩო ბუჩუკური :“კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც ადგილობრივებს აქვთ. მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი, უმუშევრობა, გაჩერებული ტურისტული სექტორი არის რეგიონის მთავარი გამოწვევები. ამას გარდა, ის რაც ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს ჯანდაცვაა, აქაურებს არ აქვთ წვდომა სამედიცინო სერვისებზე. რეგიონში ფუნქციონირებს ორი სამედიცინო დაწესებულება, ყაზბეგში და დუშეთში, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს.

ჩვენი რეგიონი გამოირჩევა სპეციფიკური რელიეფით, აქედან გამომდინარე ადამიანებს უჭირთ დროულად საავადმყოფომდე მისვლა, მით უმეტეს, რომ ერთადერთი თანამედროვე სტანდარტის სამედიცინო დაწესებულება არის სტეფანწმინდაში. ფასანაურში ან სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, სტეფანწმინდამდე ჩასვლა რთულია. სავალალო მდგომარეობაშია დუშეთის საავადმყოფო, რომელიც ელემენტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. რეგიონში ძალიან ცუდად მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რაც ცოტა ხნის წინ შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის დროსაც გამოჩნდა.

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა რეგიონში შეიქმნას ჯანდაცვის გამართული ინფრასტრუქტურა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურს დაემატოს ახალი ბრიგადები, გაკეთდეს სოფლის ამბულატორიები, სადაც მოსახლეობა შეძლებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიღებას. ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების და ჯანმრთელობის დაცვის უფლება - აღნიშნავს პარტია „რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-თიანეთი-დუშეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ბაჩო ბუჩუკური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42