ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველებისთვის ყოფილი პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაზე არაფერი იყო ცნობილი. ადვოიკატები ბრალდებულებთან შეხვედრას დღეს აპირებენ:
"ჩვენთვის გადმოცემუილ მასალებში ნოღაიდელი არ არის დაკითხული, შესაბამისად მისი ჩვენების შინაარსი ჩვენთვის უცნობია. სავარაუდოდ, მას შემდეგ დაკითხეს, თუკი პროკურატურა დასატურებს ამას, რაც ჩვენ გადმოგვცეს მასალები"- თვქა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ვერ გაუირკვევია რა ჩაიდინა."მას ვერ გაურკვევია რა დანაშაული ჩაიდინა. ჰქონდა პოზიცია, რომ - ვერ გამიაზრებია რა ხდება ჩემ თავსო, ასე მგონია კარები გაიღება, შემოვლენ, ბოდიშს მომიხდიან და გამათავისუფლებენო..." ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.
რაც შეეხება წერილს, რომლის გამოც სავარაუდოდ ნოღაიდელი დაკითხეს, ადვოკატის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელადასტურებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურია.საქმე ეხება აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილს, რომ დავით გარეჯის ის ძეგლები, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ აღდგენას საჭიროებს. დოკუმენტს ხელს ზურაბ ნოღაიდელი საქართველს მთავრობის მეთაურის სახელით აწერს.
მასალის გამოყენების პირობები






