ერთ კაცზე ეს ქვეყანა არ უნდა ეკიდოს, ჩვენ ვიბრძვით არა სახელების ჩანაცვლებისთვის, არამედ რეალური, გარდამტეხი ცვლილებებისათვის - უგულავა
პოლიტიკა - 12:44, 13 Oct, 2020     1060
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, მნიშვნელოვანი ამომრჩეველმა გაიგოს სრული სიმართლე, თუ რატომ ვერ შეჯერდა ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე რეგიონებში.

ამავდროულად, უგულავამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგოს, თუ რა არის სწორი გზა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისათვის.

„არჩევნების წინ, ჩვენმა ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ სრული სიმართლე, მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, რომლებიც წუხილით კითხულობენ, რატომ არ არის ერთიანი კანდიდატი ან რატომ არის მარტო თბილისში საერთო კანდიდატები და არა რეგიონებში. ოპოზიციური ელექტორატის იმედგაცრუებას სწორედ ეს იწვევს და ამიტომაც, მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოებას სრული სიმართლე ცოდნოდა და ამ სიმართლეს ვერ უარყოფს ვერც სააკაშვილი და ვერცერთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მათ ეს ძალიან კარგად იციან და ბევრი მათგანი წუხს კიდეც ამაზე.

ამასთანავე, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, ჩვენ მათ უნდა ვანახოთ გზა, ამ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ვერ შეჯერდა ერთიან კანდიდატზე, რა არის სწორი გზა ივანშვილის არჩევნებით ჩამოშორების.

სწორედ ეს არის, რომ პირველი, 40%-ზე ნაკლები აიღოს ივანიშვილის ოცნებამ, მეორე, დანარჩენი ოპოზიცია იყოს მეტი, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და მესამე, კოალიციური მთავრობა სააკაშვილის პერსონალური მონაწილეობს გარეშე. სწორედ ეს არის ის სამი კომპონენტი, რაც საზოგადოებმა უნდა იცოდეს. საზოგადოებას სურს ივანიშვილის წავლა, გარდამტეხი ცვლილებები, მაგრამ ამავდროულად, ეშინიათ, რადგან არ სურთ ივანშვილის სააკაშვილით ჩანაცვლება. ამიტომ, კოალიცია არის ის, რასაც ხალხი უჭერს მხარს, 70% ჩვენი მოქალაქეების არის განსხვავებული შეხედულებების, რომლებიც უჭერენ მხარს მრავალპარტიულობას.

ივანიშვილთან ერთად ერთპარტიული მმართველობა უნდა დამთავრდეს, ერთ კაცზე ეს ქვეყანა არ უნდა ეკიდოს და ჩვენ ვიბრძვით არა სახელების ჩანაცვლებისთვის, არამედ რეალური, გარდამტეხი ცვლილებებებისათვის.“ - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42