"ლელოს" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძეა - პარტიამ "ლელოს ახალი მარშალის გეგმის" მიმართულებების ხელმძღვანელებიც დაასახელა
პოლიტიკა - 12:39, 13 Oct, 2020     1005
დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში" პარტია „ლელომ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და „მარშალის გეგმის" მიმართულების ლიდერები დაასახელა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა დავით უსუფაშვილმა სახელმწიფოს მოწყობის მოდელი "ლელოს ახალი მარშალის გეგმის" მიხედვით წარადგინა. დასახელდა იმ მიმართულებების ხელმძღვანელები, რომლებიც კონკრეტულ სფეროებს ჩაიბარებენ.

წარდგენის ღონისძიებაზე „ლელოს" პოლიტ - საბჭოს მდივანმა „ლელოს" პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა. მან ასევე პარტიის ღირებულებებსა და ქვეყნის სტანდარტის შეცვლაზე ისაუბრა, რომელიც, პარტიის „ახალი მარშალის გეგმის" მიხედვით, ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

"„ლელო" არის საინტერესო და საყურადღებო პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოზე. „ლელო" არის ახალი იმედი, ახალი ძალა, რომელმაც ამომრჩეველს შესთავაზა ახალი არჩევანი. დღიდან დაარსებისა, „ლელომ" გამოაცხადა თავისი ხედვა, თავისი გეზი და საქართველოს შეჰპირდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება შეიცვლება, ძველი არ დაბრუნდება. ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან გვაქვს „ლელოს მარშალის გეგმა", გვყავს ძლიერი გუნდი და ჩვენ საქართველოს ვაქცევთ ევროპული სტანდარტის ქვეყნად. ჩვენ წარმოვადგენთ ახალ ძალას, ახალ ენერგიას, ახალ შემართებას. სწორედ ამიტომ, საზოგადობას წარვუდგენთ „ლელოს" კანდიდატს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე - ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს," - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ლელოს" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ წარდგენის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ მსჯელობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე „ლელოს" დაარსების დღიდან მიმდინარეობს. ხაზარაძის თქმით, პარტია ყოველთვის დაუღალავად შრომობდა და ადგენდა იმ გეგმას, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მძიმე მდგომარეობიდან, სადაც ის "ქართულმა ოცნებამ" შეიყვანა.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ ჩვენი მთავარი მტერი - უმუშევრობა, სიღარიბე და არაპროფესიონალიზმი. დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემი დასახელება, არამედ გუნდის, რომელიც იქნება იმ სწრაფი რეფორმის გატარების ბირთვი, რასაც ჰქვია "ახალი მარშალის გეგმა", რომელიც შევიმუშავეთ ერთად და აქვს კონკრეტული მიზანი - ქვეყანა ძალიან სწრაფად დააყენოს ფეხზე, მოსპოს სიღარიბე, დაამარცხოს შიმშილი და გამართოს იგი ეკონომიკურად," - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს ახალი მარშალის გეგმის" მიმართულებების ხელმძღვანელები დაასახელა:


1) ეკატერინე ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას.

2) ბადრი ჯაფარიძე ჩაიბარებს ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსურ მიმართულებას.

3) გიგლა მიქაუტაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულება.

4) ანა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს იუსტიციის საქმეებს და სასამართლოს მიმართულებას.

5) ლევან კობერიძე - უხელმძღვანელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას.

6) განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულებას ფიქრია ჩიხრაძე ჩაიბარებს.

7) შინაგანი საქმეებს და სამართალდამცავ სისტემას კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს.

8) გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებას ნიკა შურღაია ჩაიბარებს.

9) საგარეო საქმეები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - დავით უსუფაშვილი.

10) ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან და დებთან შერიგების მიმართულებას სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს.

11) კულტურის მიმართულებას მედეა მეტრეველი ჩაუდგება სათავეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42