ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში მედიათეკების მოწყობის ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 12:37, 13 Oct, 2020     923
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდში მედიათეკების პროექტის პრეზენტაცია გამართა.


მისი განცხადებით, მედიათეკების პროექტის განხორციელება შესაძლებელია: ქ. ზუგდიდში გულუას პარკის ტერიტორიაზე , კომბინატის უბანში, ასევე ე.წ ფაიფურის დასახლების ტერიტორიაზე და ყველა სოფელში.

ცნობისთვის, თბილისის მედიათეკების ისტორია 2013 წლის 29 მარტს იწყება, როდესაც ვაკის პარკში, პირველი ფილიალი გაიხსნა. მედიათეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე და კლასიკურ, ქართულ და უცხოენოვან, მხატვრული და დარგობრივი ლიტერატურის ვრცელ ბიბლიოთეკას, წყნარ სამუშაო სივრცეს, კომპიუტერულ მომსახურებას, სახელოვნებო თუ სამეცნიერო ღონისძიებათა ფართო არჩევანს და სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის.

მედიათეკის მიზანია ხელი შეუწყოს ნებისმიერი პროფესიისა თუ ინტერესის მქონე ადამიანთა კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებას და მიაწოდოს კონკრეტული სერვისი არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის გამოყენებით.

მედიათეკის შენობები მოიცავს იზოლირებულ სამკითხველო დარბაზებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთავარ სამუშაო სივრცეს და ეკრანითა და პროექტორით აღჭურვილ მულტიმედიურ ოთახს, სადაც იმართება ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო შეხვედრები. მედიათეკის ამოცანა, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მომხმარებელთა და პარტნიორთა პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.

„ჩვენი წინადადება ზუგდიდელებისათვის არის, რომ ავაშენოთ ზუგდიდში, ჯერ თავიდან ქალაქში და შემდეგ უკვე სოფლებში მედიათეკები. მედიათეკა ჩვენ პირველად თბილისში ავაშენეთ 2011-12 წლებში, სამწუხაროდ, ეს პროექტი შემდეგ ქართული ოცნების ადმინისტრაციამ გააჩერა.

მედიათეკის იდეა არის შემდეგი, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებთან ახლოს მოეწყოს კულტურული და საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც არის მულტიფუნქციური და არის სამკითხველო, ისევე როგორც ინტერაქციული საშუალებები, საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობები.

ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიოთეკების მომხმარებლები საქართველოში არიან ან ახალგზარდები, ან ხანშიშესულები, რომლებიც ყველაზე მეტად თავს იყრიან ჩვენს სკვერებსა და ბაღებში და მათ განსაკუთრებით უნდა ჰქონდეთ სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა.

უკვე 7-8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 3 მედიათეკა გავაკეთეთ ჩვენ თბილისში და ეს ის პროექტია, რომელსაც პრაქტიკულად წუნი არ აქვს და რომელიც ძალიან კარგად მიიღეს ჩვენმა მოქალაქეებმა. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდისთვის ეს იქნება უნიკალური სივრცე, რომელიც მოქალაქეებს განსაკუთრებული ინტერაქციის შესაძლებლობას მისცემს.

ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ზუგდიდელბს ვთავაზობთ სამ მედიათეკას, პირველ რიგში ეს უნდა დაიწყოს ფაიფურისა და კომბინატს დასახლებაში, ასევე ადმინისტრაციის შენობა ბოტანიკურ ბაღში, შეიძლება მოეწყოს აქაც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებებს ზუგდიდელები დაუჭერენ მხარს.“ -განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42