„ეს არის ხელისუფლების ხელწერა, რომ ტერორში მოაქციოს სკოლებისა და ბაღების პედაგოგები, ერთი-ერთში მეორდება ის სცენარი, რაც ხდებოდა წინა არჩევნების დროს. ზუსტად 20 დღე იყო დარჩენილი არჩევნების მეორე ტურამდე 2018 წელს, როცა "ოცნების" ჩინოვნიკებმა, მათმა განათლების მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა დაგეგმეს სპეცოპერაცია დედაჩემის წინააღმდეგ და განახორციელეს კიდევაც მე-6 საჯარო სკოლაში. შესაბამისად, ამ ამბავს, ამ რეპრესიას, დევნას, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ სკოლის დირექტორი ყოფილიყო მათი პოლიტიკური მიზნების აღმსრულებელი და ამ დავალების შეუსრულებლობას მოყვა ის რეპრესიები, რაც განხორციელდა დედაჩემის წინააღმდეგ და რასაც მოყვა მისი გარდაცვალება. ეს არის იგივე სცენარის გაგრძელება, იგივე სცენარის განმეორება. ეს არის იმ "დაუსჯელობის სინდრომის" გაგრძელება, - თქვა ბაჩანა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გულის შეტევის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად მისი დმგომარეობა სტაბილურია და ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები






