კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამგვარ არასწორ პროპაგანდას ევროპული საქართველო ყოველთვის დაუპირისპირებს სიმართლეს.
„ზოგადად ივანიშვილის წისქვილზე წყალს ახვავს კამპანია, რომ ივანიშვილის ალტერნატივა არის მარტო სააკაშვილი. რაც შეეხება ჩვენ კამპანიას, ჩვენი კამპანიის მთავარი ამოცანა არის, რომ ვესაუბროთ ხალხს, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რა არის ის, რისი გაკეთებაც გვინდა, როგორ შევამციროთ გადასახადები, როგორ დავუტოვოთ მეტი ფული ხალხს ჯიბეში, როგორ იყოს მცირე მთავრობა, როგორ დავზოგოთ ფული, როგორ გავაორმაგოთ პენსიები.
ეს არის ჩვენი ხედვა, ოღონდ, რათქმაუნდა, ამის განხორციელებაში არის აუცილებელი, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ალტერნატივა არ არის მხოლოდ სააკშვილსა და ივანიშვილს შორის და ნებისმიერი მცდელობა რომელი მხარიდანაც არ უნდა იყოს ეს, რომ თავისი არასწორი პროპაგანდა მოახვიოს საზოგადოებას თავზე, ჩვენი მხრიდან იქნება აღკვეთილი და ამას დავუპირისპირებთ ყოველთვის ერთადერთ ინსტრუმენტს რაც გვაქვს, ანუ სიმართელს.“ -განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






