ანა ნაცვლიშვილი - სტატისტიკა მოწმობს, რომ ხელისუფლების მთავარი სამიზნე "ლელოა", რადგან "ოცნება" ერთადერთ რეალურ ოპონენტად "ლელოს" აღქვამს
პოლიტიკა - 19:20, 12 Oct, 2020     1189

"ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა და პარტიის სახელით ბოლო დროს, განსაკუთრებით დღის განმავლობაში მომხდარ იმ მუქარასა და დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც „ქართული ოცნების" მხრიდან და მისი ხელდასხმით ხორციელდება.
ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება" ღია ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს "ლელოს", მისი ლიდერებისა და აქტივისტების წინააღდეგ. დღეს საიას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემული მხოლოდ სტატისტიკაც კი ადასტურებს, რომ მთავარი ობიექტი, რომელსაც „ქართული ოცნება" ებრძვის, რადგან მზარდ რეალურ ოპონენტად აღიქვამს, „ლელოა".
საიას ანგარიშში ნახსენებია, რომ ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი პარტია "ლელოს" წინააღმდეგ ფიქსირდება.

„აშკარაა, რომ „ქართული ოცნება" ღია ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს "ლელოს", მისი ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, საქართველოს სხვადახვა რეგიონში სამი ფაქტი დაფიქსირდა. ქობულეთში დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობაც „ლელოს" წარმომადგენელზე; ღია მუქარა განხორციელდა ადგილობრივი ზონდერის მხრიდან ჩვენი გუნდის წევრზე სამეგრელოში. გახშირებულია ტენდენცია, როდესაც "ლელოს" საარჩევნო პლაკატებზე საკუთარ პლაკატებს აკრავენ, რადგან მათ ეშინიათ ნათელი სახეებისა და ნათელი ფერის. ყველა ეს შემთხვევა არის ხელისუფლების მხრიდან წახალისებული, რაც მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკურ ბრძოლას გულისხმობს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობრივი, დაშინებასა და მუქარაზე ორიენტირებული კამპანია. თითოეული „ლელოელი", რომელსაც დაემუქრებით, მთელი გუნდის მიერ იქნება დაცული. არ შევეგუებით ჩვენი არცერთი წევრისა და მხარდამჭერის დაშინებას,"-აცხადებს ნაცვლიშვილი.
„ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ უკანონო პოლიტიკური დაკვეთის შესრულებისგან.
„კატეგორიულად ვაფრთხილებ ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, ნუ შეასრულებთ უკანონო პოლიტიკურ დაკვეთას. სულ რამდენიმე დღე რჩება და გაუფრთხილდით საკუთარ და პროფესიულ ღირსებას, ნუ გადააყოლებთ "ქართული ოცნების" ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს საქართველოს და მის ინტერესებს," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42