"შეგნებული მოქმედება, რომ ვიღაცისთვის სამომავლო რისკი მოეშორებინათ” - მდინარაძე “სახელმწიფო ღალატის” მუხლის გაუქმებაზე საუბრობს და ისრებს წინა ხელისუფლებისკენ ისვრის
პოლიტიკა - 17:08, 12 Oct, 2020     569

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, წინა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო ღალატის მუხლი სწორედ იმ პერიოდში გააუქმა, როდესაც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე საქართველოს ინტერესების საწინააღდეგო გადაწყვეტილებები მიიღებოდა.

“კომისიის შეთანხმებების ეს ეტაპი, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში მიდის საუბარი, მიდიოდა 2006-2007 წლებში. გარკვეული სექტორები იმ პერიოდისთვის იყო შეთანხმებული. რამდენიმე სექტორი შეთანხმდა, ოღონდ საექსპერტო დონეზე და არ არის რამე შეთანხმება სახელმწიფოთა შორის, როგორც ამაზე ძალიან ცუდად და სახიფათოდ სპეკულირებენ ხოლმე. შეთანხმებები არის მხოლოდ კომისიის დონეზე და საექსპერტო დონეზე კომისიაში. ერთ-ერთი მორიგი შეთანხმებიდან, როდესაც 300 ჰა-ზე მეტი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, დაახლოებით ერთ თვეში, 2007 წლის მარტში თუ აპრილში, პარლამენტმა გააუქმა სახელმწიფო ღალატის მუხლი. ავარქათ თუნდაც დამთხვევა, თუ ვინმე ამას დაიჯერებს, რომ დამთხვევაა.

ახლა ჩვენ შეგვიძლია ორი ვერსია ავიღოთ და დავიჯეროთ, რომ ეს დამთხვევა იყო, მაშინ როდესაც 2006 წელს სისხლის სამართლის რეფორმის პირველი ტალღა მორჩა და 2007 წელს მიუბრუნდნენ ერთადერთ მუხლს, რასაც სახელმწიფო ღალატი ერქვა – შეცვალეს, მოდიფიცირება გაუკეთეს, გააუქმეს საერთოდ ასეთი ტერმინი და ეს ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც კომისიის დონეზე , საექსპერტო დონეზე მიდიოდა შეთანხმებები საქართველოს საუარესოდ ან მეორე ვერსია შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო შეგნებული მოქმედება, რომ ვიღაცისთვის სამომავლო რისკი და ტვირთი მოეშორებინათ.ჩემი სუბიექტური აზრი და ეჭვია, რომ ქვევიდან ზევით, მაშინ, გადაწყვეტილება არ წამოვიდოდა. „ნაცმოძრაობის“ სტილი, ტაქტიკა და მისი მოქმედების ასეთი ხასიათი არავის ახსოვს, რომ გადაწყვეტილებას ექსპერტი მიიღებდა და შემდეგ, რასაც ექსპერტი ურჩევდა მაგალითდ მაშინდელ პირველ პირს, ისე მოიქცეოდა. მე უფრო მგონია, რომ ზევიდან ქვევით მიდიოდა ვერტიკალში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილებები, თუმცა ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ეჭვი გამოვთქვათ. სხვა დანარჩენი არის გამოძიების გადასაწყვეტი”, – განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42