კიდევ ერთი მუქარის მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან - "ლელოს" სამეგრელოს ერთ-ერთი ოლქის წევრს "ზონდერი" გულბაათ ქარდავა დაემუქრა
პოლიტიკა - 16:57, 12 Oct, 2020     464
"ლელოს" სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თამარ ბელქანიამ და ალექსანდრე ახვლედიანმა ბრიფინგი გამართეს. მათ მორიგი ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე ისაუბრეს, რომელიც „ქართული ოცნების" მიერ განხორციელდა.

კონკრეტულად კი, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშის და მარტვილის საარჩევნო ოლქის კანდიდატის თამარ ბელქანიას პრესმდივანს დიმა კვარაცხელიას დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გულბაათ ქარდავამ. ქარდავას რაიონში "ზონდერის" სახელით იცნობენ.

„დღეს 12:30 წუთზე, ჩემს პრესმდივანზე განხორციელდა მუქარა შემდეგი ნომრიდან - 597 05 47 71 ეს ნომერი ეკუთვნის ძალიან ცნობილ, სახელისუფლებო ზონდერს, გულბაათ ქარდავას. რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს. არ გვაქვს განცდა, რომ ჩემი პრესმდივანი არის დაცული და მას არ ეძლევა საშუალება პროფესიული საქმიანობა თავისუფლად განაგრძოს. იმის ნაცვლად, რომ მოხდეს ხელშეწყობა პირიქით, ხდება მუქარა და არ გვეძლევა საშუალება წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოოთ, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში თუ რა ხდება რეგიონში. თუ აღნიშნული ფაქტი სწრაფად არ იქნა გამოძიებული, დიმა კვარაცხელია აუცილებლად შეიტანს სარჩელს გულბაათ ქარდავას წინააღმდეგ. რადგან ის არის პროფესიით ჟურნალისტი და ხდება მისი როგორც, პროფესიონალის დისკრედიტაცია, რადგან მას თუ არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, ბუნებრივია ის როგორც პროფესიონალი სხვის ინტერესს ვერ დაიცავს და სწორედ ამიტომ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე.

ჩვენ, მთლიანი რეგიონი, ერთსულოვანი ვართ და ვგმობთ ამ საქციელს. თუ ეს მუქარა მოქმედ ხელისუფლებას გაუვიდა არცერთ ჟურნალისტს არ ექნება იმის განცდა, რომ ის ობიექტურად შეძლებს პროცესების გაშუქებას," - განაცხადა ბელქანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42