"ყველა დიდ ქალაქში ფართომაშტაბიან შეხვედრებს და აქციებს გავმართავთ"- ენმ -გაერთიანებული ოპოზიცია
პოლიტიკა - 15:39, 12 Oct, 2020     577
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთიბაშია"ეროვნული კამპანია დაიწყო, რომელიც ყველა რეგიონში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ითვალისწინებს.

აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"წინასაარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაშია და „ნაციონალურ მოძრაობა“ და გაერთიანებულ ოპოზიცია გადადის აქტიურ კამპანიაში. ბევრად უფრო აქტიურში, ვიდრე აქამდე იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ფართომაშტაბიან შეხვედრებს და აქციებს გავმართავთ. ამ აქციების მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენს მოსახლეობას განვუმარტოთ როგორ ვაპირებთ 31 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებას და შემდეგ როგორ ვაპირებთ ძალიან სწრაფად ამ ქვეყნის განვითარების დაწყებას. ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა დაადგეს აღმშენებლობის გზას.

ამ შეკრებებზე და ამ აქციებზე საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს დაანახებს თავის ძალას და იმ ერთიანობას, რომელიც სუფევს ჩვენს ამომრჩეველში.

ამავე დროს, ჩვენ ძალიან კარგად ვათვითცნობიერებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არსებობს კორონავირუსის გამო. ამიტომ, ჩვენი ყველა შეკრება და აქცია გაიმართება დღეს არსებული წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით.

20 დღე არის დარჩენილი გადამწყვეტ არჩევნებამდე. ახლა არის საჭირო ჩვენი სრული მობილიზება, რათა 31 ოქტომბერს ერთად გავისტუმროთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ერთად დავიწყოთ ამ ქვეყნის აღმშენებლობა."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42