"ქართული ოცნება“ ხედავს ოპოზიციას, სადაც ჩვენ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძალა ერთობაშიამ“ დაიწყო ეროვნული კამპანია. ასევე შედგა ჩვენი მაჟორიტარების პრეზენტაცია და ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტიურად ყველგან, სადაც იმართება შეხვედრები, უამრავი ადამიანი მოდის, ელოდება ქვეყანაში გარდამტეხ პოლიტიკურ ცვლილებებს და სურს ჩვენთან შეხვედრა და საუბარი.
სცენები, რასაც ჩვენ ვხედავთ როდესაც ჩვენი მოქალაქეები მოუთმენლად ელიან პოლიტიკურ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან შემაშფოთებელია. თუ ჩვენ შევადარებთ მათ დადგმულ შეხვედრებს ადმინისტრაციულ რესურსთან, ვფიქრობ ძალიან ნათელი ხდება, ვის მხარეს არის ქართველი ხალხი და, შესაბამისად, ვის მხარეს არის მოახლოებულ არჩევნებში გამარჯვება.
მესმის, რომ ეს შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან ქართველმა ხალხმა დიდი ხანია მტკიცედ მიიღო გადაწყვეტილება, უარი უთხრას მას.
პირბადეებით მივალთ ჩვენ შეხვედრებზე პირბადეების გარეშე, დისტანციის დაცვით შევხვდებით ამომრჩეველს თუ არა, ეს არ შეცვლის იმ რეალობას, რომ ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს ძალიან მტკიცედ ეტყვის უარს."
მასალის გამოყენების პირობები






