"მე მინდა კიდევ ერთხელ ვამხილო სიცრუეში „ქართული ოცნება“. მმართველი პარტია დავით გარეჯის საქმეში, კრიზისში, ჩიხშია შესული.
307-ე მუხლი, რომელიც მართლა იყო ამოღებული, იყო კრებსიფი. ანუ, მასში ჩამოთვლილი იყო ყველა ის მუხლი, რომელიც განმარტავდა თუ რა შეიძლება იყოს მიჩნეული ქვეყნისა და სახელმწიფოს ღალატად. ეს მუხლები ყველა დარჩა ძალაში, ამოიღეს მხოლოდ კრებსითი მუხლი.
სიცრუეა, რომ რაიმე მუხლი გაუქმდა და აღარ ითვლებოდა დანაშაულად სახელმწიფოს ღალატი. ეს უყო ტექნიკური ცვლილება.
ტალახში რომ ჩაჯდები, რაცნუფრო მეტად აწვები გაზს, მით მეტად ეფლობი. ზუსტად ამ დგომარეობაშია ახლა ქართული ოცნება, რომელმაც სრულიდ უკანონოდ დააპატიმრა ორი უდანაშაულო ადამიანი. რადგან პოლიტიკური საქმის შეკერვა უნდოდათ. თუმცა, მთელმა საზოგადოებამ იცის რასთან გვაქვს საქმე.
მინდა მათ მოვუწოდო, დაუყოვნებლივ დახურონ საქმე და გაათავისუფლონ ეს უდანაშაულო ადამიანები. მათ არაფერი უშველით, 31 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს."
მასალის გამოყენების პირობები






