ეს არის მდიდარი მთავრობისა და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი - ბაქრაძე
პოლიტიკა - 16:03, 12 Oct, 2020     671
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, 2020-21 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს.

ბაქრაძის თქმით, ეს ბიუჯეტი, როგორც წინა წლებში, ახლაც არის მდიდარი მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

ბაქრაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან არის გარდამტეხი ცვლილებები.

„ქვეყანა არის ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და ამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი არის გადამტეხ ცვლილებებში. დღეს მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, სადაც არანაირი ცვლილება არ ხდება. დღევანდელი ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა წლებში, არის მდიდარი მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი.

ეს არის ბიუჯეტი, რომელიც გააგრძელებს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც არ ამცირებს სამთავრობო ხარჯებს, გააგრძელებს მთავრობის კარგ პირობებში ცხოვრებას და გამოსავალს არ აძლევს მოსახლეობას, რომელიც ჩავარდნილა უკიდურეს ეკონომიკურ პრობლემაში. ამიტომ, ეს არის მდიდარი მთავრობის და ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე მოხდება გარდამტეხი ცვლილება და მომავალი კოალიციური ხელისუფლება აუცილებლად შეცვლის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს.

ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ განხილვაში მონაწილეობა მივიღეთ იმის გამო, რომ მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, როგორ ზრუნავს "ქართული ოცნება" არჩევნების წინ საკუთარ თავზე, საკუთარ კომფორტზე, საკუთარ ძალაუფლებაზე და არჩევნების წინაც კი შემოტანილი ბიუჯეტი არ ასახავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას"- განაცხადა ბაქრაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42