„სააგენტო მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის აქციების საპასუხოდ 2019 წელს თავიდან დააფუძნა და მთავრობას დაუქვემდებარა.
სააგენტოს ხელმძღვანელი, რევაზ ჩარკვიანი, 2018 წელს შსს-ში შტატგარეშედ მუშაობდა და ბახტაძის მრჩეველი იყო ახალგაზრდობის საკითხებში.
“ახალგაზრდული ორგანიზაციების” პროექტების დასაფინანსებლად სააგენტომ “მილიონიანი ფონდი” გამოაცხადა.
პროექტებში შედის “ახალგაზდულ მრჩეველთა საბჭოს” დაკომპლექტება, რომელიც, სხვათა შორის, ზუსტად იმეორებს იმ მიზნებს, რის გამოც სააგენტო მეორედ დაფუნძნდა.“- აცხადებენ ფლანგვის დედექტორში.
იხილეთ "ფლანგვის დეტექტორის" სრული განცხადება:
"1/2: მაშინ, როდესაც პარლამენტის წინ 3-თვიანი უწყვეტი ახალგაზრდული პროტესტი მიმდინარეობდა, 2019 წლის 26 აგვისტოს, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” თავიდან დააფუძნა და პროტესტს ალტერნატიული ახალგაზრდული მოძრაობით უპასუხა.
“ახალგაზრდობის სააგენტო” 2018-2019 წლებშიც არსებობდა, თუმცა ის განათლების სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ იყო, მამუკა ბახტაძემ კი სსიპ-ის თავიდან დაფუძნებით ის პირდაპირ მთავრობას დაუქვემდებარა. ახალგაზრდობის სააგენტოს სამი წლის განმავლობაში (2018, 2019 და 2020 წლებში) 14,004,200 მილიონი ლარი გადავუხადეთ.
სააგენტოს ხელმძღვანელად პრემიერმინისტრმა თავისი ყოფილი მრჩეველი ახალგაზრდობის საკითხებში, რევაზ ჩარკვიანი დანიშნა. რევაზ ჩარკვიანის 2019 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის 2018 წელს შტატგარეშედ მუშაობდა შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, საიდანაც ჯამში 21,848 ლარი აქვს მიღებული.
უცნობია, აგრძელებს თუ არა მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში რევაზ ჩარკვიანი. ამის გასარკვევად ჩვენ “ახალგაზრდობის სააგენტოში” სამუშაო დროს რამდენჯერმე დავრეკეთ, თუმცა არავინ გვიპასუხა.
საბიუჯეტო ერთეულის ერთ-ერთი ფუნქცია “ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვაა”, სხვა ფორმალური ფუნქციები კი მოიცავს: ახალგაზრდული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას, სტუდენტური თვითმმართველობებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას, აგრეთვე "ახალგაზრდობის ადვოკატირებას ეროვნულ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე”.
“ახალგაზრდობის სააგენტოს” დაფინანსება და დასაქმებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა უმნიშვნელოდ მაინც იზრდება სახელფასო ბიუჯეტი.
2018 წელი - 5,076,700 მილიონი ლარი - 50 დასაქმებული - 747,800 ლარი სახელფასო ბიუჯეტი
2019 წელი - 5,427,500 მილიონი ლარი - 48 დასაქმებული - 724,700 ლარი სახელფასო ბიუჯეტი
2020 წელი - 3,500,000 მილიონი ლარი - 44 დასაქმებული - 753,000 ლარი სახელფასო ბიუჯეტი"- ნათქვამია განცახდებაში.
რედაქციის შენიშვნა: მასალის განთავსების შემდეგ, ახალგზარდობის სააგენტომ "ფლანგვის დედექტორის" ინფორმაციას წერილობით უპასუხა, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"ახალგაზრდობის სააგენტო სულ ერთი წლისაა და 2019 წლის 26 აგვისტოს შეიქმნა, მანამდე არსებული 3 უწყების გაერთიანებით. სააგენტო არის ახალგაზრდული პოლიტიკის შემქნელი ორგანიზაცია (POLICY MAKER) და არა ინდივიდუალური პროექტების განმახორცელებელი უწყება. სწორედ იმისთვის, რომ ახალგაზრდული სფეროს გაჯანსაღება და განვითარება პრიორიტეტი გამხდარიყო, სააგენტო პირდაპირ პრემიერ მინისტრს დაექვემდებარა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს ლეგიტიმაციის აყვანა სამთავრობო დონეზე ასევე პირდაპირ პასუხობს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში (DCFTA) აღებულ ვალდებულებებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე (2019 წლის იანვარი), საქართველოს, როგორც ქვეყნის ერთ–ერთ პრიორიტეტად სწორედ ახალაგზრდობა განისაზღვრა.
ახალგაზრდობის სააგენტოს ხედვა ეფუძნება 2 საერთაშორისოდ აღიარებულ ფაქტორს:
· ახალგაზრდობა ნებისმიერი სახელმწიფოს ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლებადი რესურსია
· ახალგაზრდული ასაკი ადამიანის განვითარების ის მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის დროსაც ხდება პიროვნების ჩამოყალიბება და მისი საზოგადოებაში ინტეგრირება.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები, რომელთა პრაქტიკას იზიარებს სააგენტო. ამდენად ის მოსაზრება, რომ ეს უწყება ძველი დროის გადმონაშთია, დაუსაბუთებელია. მსგავსი მოდელი ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე არაერთი ათწლეულია არსებობს (https://ec.europa.eu/youth/node_en)
სააგენტო საქართველოში აყალიბებს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას, მათ შორის ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, რაც გულისხმობს ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ არაფორმალური განათლებით განივითარონ საკვანძო კომპეტენციები და შეძლონ კონკურენციის გაწევა შრომით ბაზარზე, ასევე აქტიურად იყონ ჩართული ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ამისთვის სააეგენტოს შემუშავებული აქვს სამწლიანი, 10 სარეფორმო მიმართულების მქონე სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის DG NEAR-მა საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ეკოსისტემის და სამწლიანი რეფორმის მოდელი აღიარა როგორც სამაგალითო და გამოითქვა სურვილი აღმოსავლეთ ევროპაში მისი გათვალისწინების.
სააგენტოს საქმინობა ღია და გამჭვირვალეა და ყველა განხორციელებული პროექტი რეფორმის კონკრეტულ მიმართულებას ემსახურება:
· სააგენტოს სამწლიანი რეფორმა: https://www.facebook.com/109624013843429/videos/2276842342611128
· რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება – სააგენტოს მილიონიანი ფონდი https://www.facebook.com/109624013843429/videos/1453621624810424
· ახალგაზრდების მონაწილეობრივი პოლიტიკა და მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა– ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia/photos/a.110931043712726/197073045098525/
· მუნიციპლაიტეტების დონეზე ახლააგზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა: მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობა https://www.facebook.com/109624013843429/videos/578833299460856
https://www.facebook.com/tvshowhashtag/videos/995562940863317/
· ახალგაზრდული საქმიანობა– ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაცია
https://www.facebook.com/109624013843429/videos/2804998963109630
https://www.facebook.com/watch/?v=1298458803837112
https://www.facebook.com/109624013843429/videos/2520027894903117
facebook-ის გვერდზე მუდმივად ვაქვეყნებთ ჩვენი პროექტების შესახებ ინფორმაციას და ყოველთვის მოხარული ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას."- ირწმუნებიან სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები






