ხელისუფლებას აშინებს "ლელოს" მზარდი რეიტინგი - გრიგოლ გეგელია
პოლიტიკა - 15:01, 12 Oct, 2020     787
"საია-ს ახალი ანგარიში მოწმობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მუქარისა და ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა "ლელოს" წევრთა მიმართ დაფიქსირდა," - ამის შესახებ "ლელოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია აცხადებს.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის წლებში ჩვენმა სახელმწიფომ ვერავითარი წინსვლა ვერ განიცადა.

"ამ ხელისუფლებამ შეინარჩუნა ყველა ის მავნე პრაქტიკა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რასაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. "ქართული ოცნება" დაშინებულია ჩვენი სწრაფი ზრდით და ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ. თუმცა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან დღეს "ლელო" არის ერთადერთი პარტია მზარდი ორნიშნა რეიტინგით. ჩვენი პროგრამა, "მარშალის გეგმა" საზოგადოების ფართო სპექტრმა აღიარა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების უალტერნატივო გეგმა," - აცხადებს გეგელია.

მისივე განმარტებით, "ლელო" ქართული პოლიტიკის ნამდვილი სიახლეა. პარტია საუბრობს ქვეყნის მომავალზე და განვითარებაზე, ორპარტიულობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული "ქართული ოცნება" კი ისევ წარსულს არის ჩაფრენილი.

"ამიტომ, ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ "ლელოს" არსებობა უქმნის დისკომფორტს, რადგან დღეს მხოლოდ "ლელოს" შეუძლია ორპარტიულობის დასრულება და ქართული პოლიტიკის განახლება,"- აღნიშნა გეგელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42