თავისი თავის ლუსტრაცია მოახდინეს, მათ ისე სჭირდებათ პოლიტიკური ხელისუფლების შენარჩუნება, რომ მზად არიან უდანაშაულო ადამიანები გაწირონ და ეროვნულ ინტერესებს მიაყენონ საფრთხე - კაპანაძე
პოლიტიკა - 13:22, 12 Oct, 2020     647

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით გარეჯის საქმეს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ეს არის პოლიტიკური მიზნებისათვის შეთითხნილი საქმე, რომლის მიზანიცაა, რომ წინა ხელისუფლებას ესროლონ ტალახი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმით დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახდინა თავისი თავის ლუსტრაცია, რომ შეუძლიათ გაწირონ უდანაშაულო ადამიანები, ეროვნული ინტერესები დააზიანონ და ითანამშრომლონ რუსეთის სპეც-სამსახურებთან.

„დავით გარეჯის საქმე ეს რეალურად არ არის, იმიტომ, რომ ის რასაც ედავებიან ბატონ მელაშვილს და ქალბატონ ილიჩოვას არ არის შემხებლობაში დავით გარეჯთან პირდაპირ. ეს არის ჩვეულებრივად კარტოგრაფების საქმე, ეს არის საქმე, რომელიც იქნა პოლიტიკური მიზნებისათვის შეთითხნილი, რომ ტალახი ესროლონ წინა ხელისუფლებას, იმის გამო, რომ თვითონ ვერაფერს ვერ სთავაზობენ საზოგადოებას, იმის გამო, რომ თვითონ არცერთი პრობლემის გადაჭრის გზა და გეგმა არ აქვთ და მათ შორის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა ჩაუფლავდათ და სულ ბოლო ამის მაგალითი არის ლარი და პანდემია, ამის გამო, რომ გადაიტანონ ყურადღება სხვა საკითხზე, რომელიც არის მგრძნობიარე საკითხი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, ეს არის დავით გარეჯის თემა, გადაიტანეს ისრები და თითქოს აღმოაჩინეს ორი გამყიდველი სამშობლოსი, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი იურიდიული, სამართლებრივი, მორალური და საერთოდ არანაირი საქმე არ არსებობს.

ბუნებრივია, ამ საქმეში, ცალკე ყურადღების ღირსია მომენტი, რომ თითქოს რაღაც დაკარგული რუკის აღმოსაჩენად და ეს რუკა არ ყოფილა დაკარგული, მთელი ეს საქმე ტყულია, მაგრამ თითქოს ამ დაკარგული რუკის აღმოსაჩენად პირდაპირ დაიწყეს თანამშრომლობა რუსეთის სპეც-სამსახურებთან ღიად, ამას არც მალავენ და მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან და ბრალდებული და მსჯავდებული არიან აქ ტერორისტული აქტების მოწყობაში და მათ მეგობრების და თანაშრომლების დახმარებით, იგორ გიორგაძეს ვგულიუსხმობ, ჩამოიტანეს თითქოს დაკარგული რუკები, რომლებიც წამოიღეს უშიშროების არქივებიდან.

თავისი თავის ლუსტრაცია მოახდინეს რეალურად, რომ ამ ყველაფერში მათ ისე სჭირდებათ პოლიტიკური ხელისუფლების შენარჩუნება, რომ მზად არიან უდანაშაულო ადამიანები გაწირონ, ეროვნულ ინტერესებს მიაყენონ საფრთხე და ასევე მზად არიან ღიად ითანამშრომლონ რუსეთის ფედერაციასთან. კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ თუ ვინმე აწყობს ჩვენ და აზებაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვა, ეს არის რუსეთი, მითუმეტეს ახლა, ამ კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც აზერბაიჯანი ჩართულია კონფლიქტში ჩვენ მეორე მეზობელ და პარტნიორ ქვეყანასთან, სომხეთთან.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42