"ადამიანებს, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ მათზე იზრუნოს, თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვის ხანაში დაბრუნებას გვიპირებს და უარს არ ამბობს ქვის სროლაზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. შემდეგ ამაზე იტყვიან, რომ შემთხვევით დაემთხვა არჩევნების პერიოდს, შემთხვევითობაა რომ პოლიტიკური პარტიის მაისური ეცვა - თურმე ყველაფერი არის შემთხვევითობა. სინამდვილეში ამას უკვე ორგანიზებული სახე აქვს.
რომ ვთქვა, გამოძების იმედი მაქვს ფაქტს გამოიძიებს, რამეს დაადგენს და დამნაშავეს დასჯის - მოვიტყუები, რადგან აქამდე მსგავსი პრეცენდენტი ფაქტობრივად არ არსებობს. მეტიც, ყველა ძალადობის შემდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოდიან და ამბობენ, რომ ან შემთხვევითობაა, ან დიდი არაფერი არ მომხდარა."
მასალის გამოყენების პირობები






