ამ კლანს არ მოსწონს, რომ მათი ტელევიზიით გავა გზავნილი, სადაც ნათლად იქნება დაფიქსირებული პოზიცია არამარტო ივანიშვილზე, ასევე სააკაშილზე - კაპანაძე
პოლიტიკა - 12:04, 12 Oct, 2020     651
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, იმედის მიერ ევროპული საქართველოს კლიპის არ გაშვებას ეხმაურება, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშილი.

კაპანაძის თქმით, ყველა ტელევიზიამ, გარდა იმედისა, გაუშვა ეს კლიპი, ხოლო როგორც კაპანაძე აღნიშნავს, იმედი სხვადასხვა აბსურდული მიზეზის გამო, არ უშვებს ამ კლიპს თავის ეთერში.

კაპანაძის თქმით, ამ რეკლამის არ გაშვება არის კოსნტიტუციური უფლების შეზღუდა და მოუწოდებს ტელეკომპანიას, რომ გაუშვან ევროპული საქართველოს კლიპი.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პარტიებისათვის სხვა მედია ინსტრუმენტების გამოყენების პარალელურად, როგორიცაა სოციალური მედია, კონკრეტული სარეკლამო კლიპების გაშვება სატელევიზიო მედიაში. მითუმეტეს, როდესაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თავისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მიიტანოს რაც შეიძლება მეტ ადამიანთან.

თქვენ კარგად იცით, რომ ევროპულ საქართველოს გარდამტეხი ცვლილებების გეგმის პარალელურად ასევე აქვს აღებული ორი ველადებულება საზოგადოებასთან. ერთი ვალდებულებაა, რომ არ შევუქმნით მთავრობას ბიძინა ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში და ამის ინიციატორებიც ვიყავით სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომ სხვებსაც დაეფიქსირებინათ ეს პოზიცია და მეორე პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც ავიღეთ, ეს არის, რომ არ დავუჭერთ მიხეილ სააკავშილს პრემიერ მინისტრის პოსტზე.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ერთ-ერთი სარეკლამო კლიპი განათავსა ყველა ტელევიზიამ, გარდა იმედისა, რაც აბსოლიტურად გასაგებია ჩვენთვის, რომ ოლიგარქს ენგრევა თავისი პროპაგანსიდტული გზავნილი, რომ ყველა ოპოზიცირი პარტია არის მიხეილ სააკშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული და გზავნილი, რომ ევროპული საქართველო არის იგივე ნაციონალური მოძრაობა და იგივე სააკაშვილი და ეს ბუნებრივია მათ არ მოსწონთ და ამ გუნდს, კლანს, არ მოსწონთ, რომ მათი ტელევიზიით გავა გზავნილი, სადაც ნათლად იქნება დაფიქსირებული ევროპული საქართველოს პოზიცია, არამარტო ივანიშვილთან, როგორც მიუღებელ მმართველთან, რომელიც არის აუცილებლად დასამარცხებელი, არამედ ჩვენი პოზიცია იმაზე, რომ არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერობაზე.

აქედან გამომდინარე, ისინი ბლოკავენ ამ კლიპის გაშვებას სრულიად აბსურდული, არაადეკვატური მიზეზებით და 1 კვირაზე მეტია ისინი არ გვაძლევენ ჩვენ საშუალებას, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ საზოგადოებამდე მათი მედიის საშუალებით. სამწუხაროდ, იმედი ჩამოყალიბდა მთავრობის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად და მანქანად და ამიტომ, მათ არ სურთ ისეთი ტიპის გზავნილები იქნას გაჟღერებული მათი არხიდან, რომელიც ეწინააღმდეგება მათ ამ პროპაგანდისტულ მიმართულებას.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ, ისევე როგორც მარეგულირებელს,უზრუნველყოს, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული სარეკლამო კლიპი გავიდეს ყველა არხზე, რადგან ყველა კანონი არის დაცული და მისი არ გაშვება არის ჩვენი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა.“ - აცხადებს კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42