"წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება" ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას, ქვეყანაში კი, მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლება." - მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 11:56, 12 Oct, 2020     595
"ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგი გამართა და დემოკრატიაზე ისაუბრა, რაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალურობას სულ უფრო მეტად იძენს. როგორც ხაზარაძემ ბრიფინგის მსვლელობისას აღნიშნა, "ქართული ოცნება" ისევ უარს ამბობს დებატებზე და ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას. "ლელო" კი იმ ენაზე საუბრობს, რა ენაც მოსახლეობას ესმის - უშუალო და საქმიანი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსში, 2019 წელს, საქართველო ათი პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა. ამ დროს კი "ლელოს" აქვს სწორი გეგმა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს.

ხაზარაძის განმარტებით, საქართველო დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს. ქვეყანაში მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

"ქართული ოცნება" ისევ უარს ამბობს დებატებზე და ისევ ბილბორდებიდან გველაპარაკება. ჩვენც იმ ენაზე ვესაუბრებით, რა ენაც მათ უნდა ესმოდეთ.

არჩევნებამდე უკვე სულ ცოტა დრო რჩება და კითხვა, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება ის, სულ უფრო აქტუალური ხდება. "ქართული ოცნების" ხელისუფლება, არათუ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტად ვერ გამოდგა, არამედ თავად იქცა მისი პრინციპების უხეშ დამრღვევად. 8 წლის წინ ისინი სამართლიანობისა და დემოკრატიის დაპირებით მოვიდნენ, საბოლოოდ კი უსამართლობით და ძალადობით სავსე სახელმწიფოდ გვაქციეს. საქართველო დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს. მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები," - აცხადებს ხაზარაძე.

მისივე თქმით, საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ხშირია ადამიანების არჩევანით მანიპულირება.

"სამწუხაროდ, საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ოპოზიციას მმართველი ძალის მიერ მართული სასამართლო ასამართლებს და სადაც ოპოზიციის ლიდერებს ციხეში პოლიტიკური ნიშნით სვამენ. საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც უამრავი ჩვენი მოქალაქე ვეღარ ბედავს ღიად საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ამის ერთ-ერთი შედეგია ისიც, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსში, 2019 წელს, საქართველო ათი პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა.

ასე ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, ეს ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და დემოკრატიული პროცესების სათავისოდ, ძალადობრივად გამოსაყენებლად. თავისუფლება და დემოკრატია საყოველთაო უფლებაა, განურჩევლად რწმენისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა. მხოლოდ თავისუფლება და დემოკრატიაა ის გზა, რომლითაც უნდა დავძრათ ქვეყანა განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ.

ჩვენ გვჭირდება სასამართლოს მართვის გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემა. პოლიტიკური და კლანური გავლენისგან დაცული სასამართლო. ისევე, როგორც სრულიად დეპოლიტიზებული პოლიცია და პროკურატურა,"- განაცხადა ხაზარაძემ.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, "ლელოს" გუნდი ერთადერთი ძალაა, ცოდნითა და საერთაშორისო კავშირებით, რომელიც მზადაა, ეს ყველაფერი დაასრულოს და ქვეყანა რეალურ დემოკრატიულ რელსებზე დააყენოს, რადგან "ლელოს" აქვს ხედვა და სწორი რეფორმები, რისი მეშვეობითაც შეუძლია ქვეყანაში დემოკრატია გააძლიეროს," - განაცხადა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42