ძალადობა და არალეგალური ინსტრუმენტის გამოყენება ვერ უშველის ოცნებას, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება - კაპანაძე
პოლიტიკა - 11:55, 12 Oct, 2020     556
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლი, სერგი კაპანაძე, გარდაბნის რაიონის სოფელ ყალაჯარალში, ევროპული საქართველოს აქტივისტზე თავდასხმას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, გუშინ ქართული ოცნების აქტივისტები თავს დაესხნენ ევროპული საქართველოს აქტივისტს, ხოლო მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს აქტივისტმა ეს პოლიციაში განაცხადა, მის ოჯახზე მოხდა ზეწოლა და დაშინება.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო პროცესში მოსალოდნელია ამგვარი ძალადობრივი ფაქტები, თუმცა როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ეს ქართულ ოცნებას ვერ უშველის ხელისუფლების შენარჩუნებაში.

„ქართული ოცნება ისევ აგრძელებს ძალადობას არჩევნების წინ, გუშინ, გვიან ღამით მოხდა ინციდენტი, როდესაც ევროპული საქართველოს ერთ-ერთ აქტივისტს, თავს დაესნხნენ გარდაბანის რაიონოს სოფელ ყარაჯალარში, ცემეს ის, შემდეგ ის წავიდა პოლიციაში, თქვა, რომ ეს გააკეთა ქართული ოცნების აქტივისტებმა და როგორც ხდება ხოლმე, ტრადიციულად, მის ოჯახზე მუქარის შედეგად, ათქმევინეს, რომ ის არის არა ევროპული საქართველოს, არამედ ქართული ოცნების მხარდაჭერი, რაც ჩვეულებრივი კლასიკური ქართული ოცნების სტილია, ჯერ ძალადობა, შემდეგ ზეწოლა იმ იმედით, რომ პირიქით, გამოჩნდება, რომ ეს ადამიანები აღარ უჭერენ მხარს იმ პარტიას, ვისთან აფილირების გამოც მასზე იძალადეს.

ბუნებრივია, ჩვენ ველით, რომ ესეთი ინციდენტები გაგრძელდება მომავალშიც, მაგრამ მინდა პირდაპირ ვუთხრა ქართული ოცნების წარმომადგენლებს და სამართალდამცველებს, რომ ყველა ესეთი შემთხვევა, ძალადობა, არალეგალური ინსტრუმენტის გამოყენება აუცილებლად იქნება საბოლოო ჯამში დასჯილი. ეს მათ არ უშველით, რომ საბოლოოდ შეინარჩუნონ ხელისუფლება. მათ რაც არ უნდა იძალადონ ევროპული საქართველოს აქტივისტებსა და მომხრეებზე, თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მომხრეებზე, საბოლოო ჯამში, ეს მათ არ მოუტანს შედეგს, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება და შემდეგში, წაგების მერე, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გამო მათ ექნებათ სერიოზული პრობლემები.“ - აცხადებს კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42