საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ათენში, ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ნაწილს ჩაეხუტა და ძალიან მალე ჩაეხუტება სრულიად საქართველოს.
მიხეილ სააკაშვილს ემიგრანტებმა ათენში თბილი დახვედრა მოუწყვეს. ხალხი მას დარბაზში შესვლამდეც ესალმებოდა და დარბაზშიც ოვაციებით დახვდა.
მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მისულმა ემიგრანტებმა ადგილიდან გააძევეს პროვოკატორი, რომელიც სააკაშვილთან მიახლოებას ცდილობდა და აგრესიით გამოირჩეოდა.
"ქართულ ოცნებას" ძალადობის გარდა, სხვა გზა არ დარჩენია, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ, შეხვედრის დაწყებამდე ზურგიდან მოპარვით სცადეს ჩემზე თავდასხმა, მაგრამ საბერძნეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და თავდამსხმელები გაიქცნენ, მე არასდროს არ გავიწევი უკან, თქვენ, ეტყობა, არ იცნობთ მიხეილ სააკაშვილს", - მიმართა "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის, ათენში მცხოვრები ლაშა შუშანაშვილის დავალებით, რომელიც, თავის მხრივ, "ოცნების" ვერტიკალთან იყო შეთანხმებული, დაიქირავეს პროვოკატორები, რომლებსაც შეხვედრა ჩაეშალათ,. ასევე შუშანაშვილი "კანონიერ ქურდად" კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს დაარტყამდა.
მასალის გამოყენების პირობები






