ფოთში კანდიდატურის დაყენების გამო მერიამ მამაჩემს კონტრაქტი გაუწყვიტა - ბორის ყურუა
პოლიტიკა - 22:26, 11 Oct, 2020     1650

გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფოთში, ხობსა და სენაკში ბორის ყურუა წერს, რომ მის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების გამო ფოთის მერია მამამისს კონტრაქტის გაწყვეტით ჯერ ემუქრებოდა, რამდენიმე დღის წინ კი მუქარა სისრულეში მოიყვანა.

როგორც ყურუა Facebook-ზე წერს, 6 ოქტომბერს ფოთის მერიამ მამამისს წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ მათი მხრიდან დამატებითი ვადის განსაზღვრის მიუხედავად, სამუშაოების დროულად შესრულება ვერ მოხერხდა და ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა ფოთის მერიის მხრიდან.

"დამატებითი ვადა არ განუსაზღვრავთ. ანუ დამატებითი ვადა ის ჰგონიათ, წინასწარ რომ დაემუქრნენ, შეგიწყვეტთო და მერე ცოტა აცადეს. შეწყვეტას რაც შეეხება, წერილობით არ ხდება, საჭიროა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ფოთის მერიამ, ისევ და ისევ, დაიკიდა". – წერს ბორის ყურუა.

მისი ცნობით, ხელშეკრულება შპს ტოპგრუპსა (რომლის დირექტორის პოსტსაც იკავებს ბორის ყურუას მამა) და ფოთის მერიას შორის 15 ივლისს ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგის საფუძველზე გაფორმდა.

"შპს ტოპგრუპი მუდმივად აცნობებდა მერიას პროექტში არსებული ხარვეზების შესახებ. კერძოდ:

ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მანქანა-მექანიზმები ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ობიექტზე გადაადგილებას, შესაბამისად, კომპანიამ უფრო მცირე გაბარიტების მანქანებით განახორციელა სამუშაოების ნაწილი. ამას სჭირდებოდა პროექტში ცვლილების შეტანა, რაზეც მიმართა ფოთის მერიას, თუმცა დაიკიდეს;

ამავე ქუჩებზე მუშაობდა შპს ტაჰალი რომელიც ახორციელებდა საკანალიზაციო ჭების მოწყობას. მათი მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელს ხდიდა მამაჩემის მუშაობას, რადგან უმეტესად გზას კეტავდნენ. ამის თაობაზეც მიმართა მერიას, რომ ვადა გაეგრძელებინათ, თუმცა, ეს მოთხოვნაც დაიკიდა მერიამ;

სამუშაოს მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ გათხრისას გროვდებოდა გრუნტის წყლები, დაერთო ამ ყველაფერს წვიმიანი ამინდი. ისევ მისწერა მამაჩემმა მერიას, რომ პროექტში წყალამოღვრა არ იყო გათვალისწინებული და საჭირო იყო ხარვეზის გამოსწორება, რაც მერიამ არ დაიკიდა და უპასუხეს, შენ უნდა გცოდნოდა კლიმატური პირობები და ის, რომ ფოთში რომ გათხრი, ქვემოთ წყალიაო (როცა პროექტი მათი შედგენილია);

მამაჩემმა შესთავაზა შემდეგ გამოსწორების გზა, კერძოდ, ანაკრების გაკეთება (რა არის, მეც არ ვიცი კარგად), სიტყვიერად დაეთანხმნენ და პროექტში არ ასახეს, ალბათ ისევ დაიკიდეს". – წერს ყურუა.

გირჩის წარმომადგენლის პოსტით, ჩამოთვლილის გარდა, უამრავი ხარვეზი იყო თავად ფოთის მერიის მხრიდან, რასაც უგულებელყოფნდენ, რადგან, ყურუას მოსაზრებით, პროექტის სხვისთვის გადაცემა უნდათ. ბორის ყურუა ფიქრობს, რომ შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, მამამისის დაჭერა იყოს.

"ისედაც აქვს თითიდან გამოწოვილი ბრალდებები სასამართლოში და ასეც მოიქცევიან წესით. ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ ქუჩა ბევრად დიდხანს იქნება გადათხრილი, თავიანთ ახლობელს მისცემენ პროექტს, ის იდიოტურად გააკეთებს, ხარჯები გაიზრდება და ასე შემდეგ.

ასე ექცევიან ეს ადამიანები ჩვენს ფულს, იმიტომ, რომ უბრალოდ კიდიათ". – დაწერა ბორის ყურუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42