"ოცნება” გარეჯის თემით საარჩევნოდ მანიპულირებს ქვეყნის ყველაზე მგრძნობიარე სიმებზე და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 15:53, 11 Oct, 2020     792
“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” საარჩევნოდ მანიპულირებს ქვეყნის ყველაზე მგრძნობიარე სიმებზე და გარეჯს პარტიული ინტერესისთვის იყენებს. ნაცვლიშვილის თქმით, ამ საკითხს მმართველი გუნდი საქართველოს ოკუპანტის ინტერესებისთვის იყენებს.“დავით გარეჯის საკითხი როგორც იქნა წამოწეული, ამაში იგრძნობოდა მანიპულაციური მიდგომა “ქართული ოცნების” მხრიდან. როდესაც ბოლო პერიოდში რეგიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ამ თემაზე ასეთი სახით ხდება პედალირება, ეს აჩვენებს, რომ "რუსული ოცნების" მიზანია, მოემსახუროს არა საქართველოს ინტერესებს, არამედ რუსეთს. დავით გარეჯი საქართველოა - ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ფაქიზი თემაა, მაგრამ ისე, როგორც ამ საკითხს უდგება “ქართული ოცნება”, ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესს წინ კი არ წასწევს, არამედ მხოლოდ რუსულ წისქვილზე დაასხამს წყალს. ბოლო მოვლენები, როდესაც აშკარად გამოიკვეთა კონკრეტული იდივიდების რუსეთთან კავშირი, არის ამის ნათელი დადასტურება,”- აცხადებს ნაცვლიშვილი. ამ საქმეზე დაკავებული ადამიანები უკანონო პატიმრები არიან და ეწირებიან პოლიტიკურ თამაშს.“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, დავით გარეჯი არის საქართველო და ის ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე რომელიმე პარტია, ან არჩევნები. ამიტომ ნაცვლიშვილი “ქართულ ოცნებას” გონს მოსვლისკენ მოუწოდებს.”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42